2:20 PM
დე ლაურენტისი: "კავანის გადაბირება თუ გსურთ, მაშინ 63 მლნ ევროს გადახდა მოგიწევთ"




"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა,რომ კლუბი ფორვარდის ედინსონ კავანის გასხვისებას 63 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.

"გასულ ზაფხულში კავანი 55 მილიონ ევროდ არ გავყიდე.ამის სანაცვლოდ მე ედინსონს ახალი კონტრაქტი შევთავაზე,კარგი პირობებით".

"სექტემბერში ჩვენ ახალი კონტრაქტის პირობებზე შევთანხმდით.ამიტომ,თუ თქვენ კავანის გადაბირება გსურთ,63 მილიონი ევროს გადახდა მოგიწევთ",-ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Gazzetta dello Sport.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფორვარდის გადაბირება სანქტ-პეტერბურგის "ზენიტსა" და ლონდონის "ჩელსის" სურს.

მიმდინარე სეზონში კავანიმ სერია ა-ში ნეაპოლელების მაისურით ჩატარებულ 15 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
 
ნანახია: 272 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: