7:51 PM დე ბური და ვან დერ სარი “ბაიერნისკენ” არიან | |
![]() წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელები, ვან დერ სარი და ფრანკ დე ბური, რომლებიც ამჟამად ამსტერდამის "აიაქსში” მუშაობენ, დღეს მიუნხენის "ბაიერნს” უგულშემატკივრებენ. "ბაიერნის” შემადგენლობაში ისეთი მოთამაშე ირიცხება, როგორიც რობენია და ამიტომ ჩემს თვალში ეს გუნდი ფავორიტია. ისედაც, მიუნხენელთა გუნდი უფრო ძლიერია, ვიდრე დორტმუნდელთა, მიუხედავად იმისა, რომ "ბორუსიაში” რობერტ ლევანდოვსკი გამოდის. ამ თავდამსხმელმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე”, -განაცხადა ვან დერ სარმა De Telegraaf-თან ინტერვიუში. "იმედი მაქვს, "ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. თუმცა, რომ არა არიენ რობენი, მხარს "დორტმუნდს” დავუჭერდი. ცუდად არ გამიგოთ. იურგენ კლოპი ჩემი კარგი მეგობარია. მაგრამ ძალიან მინდა, რომ ამ ტურნირზე ჩემმა თანამემამულემ გაიმარჯვოს”, -მოჰყავს დე ბურის სიტყვები NOS-ს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |