2:38 PM
დავით ხურცილავა: “ზესტაფონთან” შეხვედრა რთული და დაძაბული გამოდგა



"დინამოსა” და "ზესტაფონს” შორის გამართული მატჩის შემდეგ, თბილისური კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარი გააკეთა დავით ხურცილავამ, რომელმაც "დინამოს” მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

დავით ხურცილავა – იქიდან გამომდინარე, რომ ევროსარბიელიდან შიდა ჩემპიონატზე გვიწევდა გადმორთვა, ვეცადეთ, რომ ამ მატჩს მაქსიმალურად კონცენტრირებულნი შევხვედროდით. საკმაოდ რთული და დაძაბული შეხვედრა გამოდგა. რაც შეეხება თამაშს, ისე წარიმართა, რომ სახიფათო და საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. საბოლოოდ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა და ჩემპიონატი მოგებით დავიწყეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დინამოს ერთგულ გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში გვამხნევებდნენ.

ნანახია: 327 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: