8:58 PM
დავით კვირკველია: "დინამოში" გადასვლაზე პირადად არავინ დამლაპარაკებია"
ჯერჯერობით უცნობია, როგორი დაფინანსება ექნება "დილას" და როგორი იქნება კონტიგენტი, მაგრამ გაურკვევლობაში ყოფნა გულსატკენია გულშემატკივრებისთვის. დრო გადის და "დილადან" სასიამოვნო სიახლე არ ისმის: პირიქით, გუნდს ტოვებენ და ტოვებენ ფეხბურთელები. 
არის საუბრები, რომ "დილადან" თბილისის "დინამოში" დავით კვირკველიაც გადავიდეს. კვირკველიამ "მსოფლიო სპორტთან" საუბარში თქვა, რომ დაინტერესების შესახებ შეიტყო, თუმცა აღნიშნა, "დინამოდან" პირადად მე არავინ დამკავშირებიაო.
და რა სიტუაციაა "დილაში"?
"ჯერ ზუსტად არ ვიცი, როდის შევიკრიბებით. ალბათ, 15-17 იანვარს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ მწვრთნელის ვინაობა უცნობია. რაც შეეხება დაფინანსებას, როგორც ვიცი, ზაფხულამდე პრობლემა არ იქნება. "დილასთან" მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს ზაფხულამდე. ვნახოთ, რა მოხდება. იმედია, სასიკეთო ძვრები იქნება. ჩვენც ველოდებით".
 
ნანახია: 275 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: