8:16 PM
დავიდ ლუისი ესპანეთზე




ბრაზილიელმა მცველმა, დავიდ ლუისმა ესპანეთის ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა…

"ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვამბობ, რომ ესპანელები მსოფლიოში საუკეთესონი არიან. ისინი თამაშობენ სწრაფ, გააზრებულ და შემტევ ფეხბურთს. "ფურია როხა” საოცრად შეთამაშებულია. მას ჰყავს ინდივიდუალისტი ფეხბურთელები, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ თავის თავზე თამაშის აღება და უდიდესი ხიფათის შექმნა. პირადად მე და, ვიმედოვნებ, მთელს ბრაზილიის ნაკრებს გვსურს ესპანეთის წინააღმდეგ თამაში "კონფედერაციის თასზე”, რადგან ჩვენ ძალიან გვიყვარს დიდი გამოწვევები,” – განაცხადა ბრაზილიელმა.

"ჩელსის” ცენტრალურმა მცველმა საკუთარ ნაკრებზეც ისაუბრა:”ჩვენ ჩვენს თავში დაჯერებულები ვართ და გვჯერა, რომ დიდ წარმატებას მივაღწევთ. ეს ჩვენზე არა ნაკლებ, ჩვენს გულშემატკივრებს სურთ. ეს ყოველივე, კი ჩვენ დამატებით მოტივაციას გვძენს. მექსიკის ნაკრები ძნელად დასამარცხებელი გუნდია, მაგრამ თუ ჩვენ მათ გატეხვას შევძლებთ, ფაქტიურად შემდეგ ეტაპზე გავალთ, რაც უდიდესი ნაბიჯი იქნება ტიტულისკენ”.

ნანახია: 313 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: