10:26 PM
დავიდ ლუისი: ბუსკეტსისა და პეპეს კვალდაკვალ (ფოტოები)



"ჩელსის” მცველმა "ემიუს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში თავისი სიმულაციით გასული წლის ყველა "გმირს” "გადაუჯოკრა”.

შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატებმა” მანჩესტერიდან სამი ქულა წამოიღეს – 1:0. შეხვედრის 89-ე წუთზე დავიდ ლუისი კუთხურის ალამთან ბურთს ინარჩუნებდა, მის უკან კი რაფაელი იდგა, რომელმაც მეტოქეს ფეხში ძლიერად ჩაარტყა. ბრაზილიელი გაზონზე დაეცა და ღიმილით აღნიშნა თავისი ტკივილი. უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა ჰოვარდ უებმა რაფაელი უხეში თამაშის გამო მაშინვე გააძევა მოედნიდან.

კამერებმა "ჩელსის” ფეხბურთელის სახეზე სიხარული დააფიქსირეს, თვითერის მომხმარებლებმა კი მატჩის შემდგომ ათასგვარი ფოტოსურათი გაავრცელეს. დავიდ ლუისი ცნობილი მულტფილმის გმირიც კი გახდა. უკვე ცხადია, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა თავის კოლეგებს სიმულაციის თვალსაზრისით უხეშად, რომ ვთქვათ "გადაუჯოკრა” – "ბარსელონას” ნახევარმცველს სერხიო ბუსკეტსსა და "რეალის” მცველს კლეპერ პეპეს.

ნანახია: 329 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: