8:01 PM
დაუნინგი “ვესტ ჰემში” გადადის



სტიუარტ დაუნინგი ძალიან მალე "ლივერპულს” დატოვებს.

ბრიტანული პრესა ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შემტევი ნახევარმცველი ლონდონში უკვე ჩავიდა, რათა "აპტონ პარკზე” სამედიცინო შემოწმება გაიაროს.

ვარაუდით, დაუნინგის ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურება ხვალ იგეგმება. საუბრობენ, რომ "ჩაქუჩები” მერსისაიდელებს სტიუარტის სანაცვლოდ დაახლოებით ექვს მილიონ ევროს გადაუხდიან.

შეგახსენებთ, დაუნინგის ტრანსფერი ბოლო წლებში "ლივერპულისათვის” ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ტრანსფერადაა მიჩნეული: კლუბმა 2011-წლის ზაფხულში "ასტონ ვილას” ფეხბურთელის სანაცვლოდ 23 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.

წყარო: Goal.com

კატეგორია: ინგლისი | ნანახია: 342 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: