9:28 PM დამიაო: “ტოტენჰემის” ინტერესზე ვიცი, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მსურს თამაში” | |
![]() ბრაზილიელი ფორვარდი ევროპაში გადაბარგებას ვერ ბედავს. "ტოტენჰემი” ნახევარ წელიწადზე მეტია "ინტერნასიონალისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს აკვირდება, თუმცა ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ გადაუწვეტია, უღირს თუ არა ევროპაში გადაბარგება. "ჩემს მიმართ "ტოტენჰემის” მხრიდან ინტერესზე ვიცი, თუმცა "ინტერნასიონალის” პრეზიდენტისგან რაიმე ოფიციალური ინფორმაციის მიღება მსურს, რომელიც ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ მიმიღია”, – აცხადებს დამიაო. "რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მინდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩემი და კლუბის ამბიციები ემთხვეოდეს”, – თვლის პერსპექტიული ფორვარდი. შეგახსენებთ, რომ ადრე დამიაოს მიმართ ინტერესი "ნაპოლიმაც” გამოხატა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა ნეაპოლელების ახალ მთავარ მწვრთნელს რაფაელ ბენიტესს ბრაზილიელის თავის გუნდში ხილვა. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |