2:53 PM
Daily Mail: “ჩელსი” მზადაა რუნის სანაცვლოდ 25 მლნ ფუნტი გადაიხადოს




"ემიუს” 27-წლის ფეხბურთელის სამუშაო ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ჭორები კვლავ ვრცელდება.

"მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა უეინ რუნიმ კლუბის ხელმძღვანელობას სხვა კლუბში გაშვება მას შემდეგ სთხოვა, რაც გაიგო, რომ სერ ალექს ფერგიუსონი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კარიერას ასრულებს, იტყობინება Daily Mail.

ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდი შესაძლოა "ჩელსიში” 25 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ გადაბარგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუნიმ გუნდის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ კლუბის შეცვლას აპირებს. ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება დაახლოებით ორი კვირის წინ თავად ალექს ფერგიუსონსაც აცნობა.

შეგახსენებთ, რუნი "ემიუში” 2004-წელს "ევერტონიდან” გადაბარგდა, სადაც დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ ასპარეზობდა, რომელმაც შესაძლოა ახლა ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტი შეცვალოს.

ნანახია: 292 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: