9:54 PM
ჩვენი „ათიანი“ 62-ის გახდებოდა…



სრულიად ქართული საფეხბურთო საზოგადოება და გულშემატკივრები დღეს კიდევ ერთხელ და არაერთხელ იხსენებენ დავით ყიფიანს, რომელსაც 62 წელი შეუსრულდა…

ქართველი ლეგენდა 2001 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა.

ქართველი გულშემატკივრისთვის, დავით ყიფიანი კერპი იყო… და ასეთად რჩება მათთვისაც კი, ვისაც მისი თამაში სტადიონზე არ უნახავს და მხოლოდ ვიდეოჩანაწერებიდან იცნობს.

შეუძლებელია, არ მოიხიბლო მისი თამაშის საოცრად არისტოკრატიული, უზადო მანერით… უდავოდ იშვიათია ისეთი სიყვარული და პატივისცემა, როგორიც ქართველ გულშემატკივარს გააჩნდა და გაჩნია „ყიფოს" მიმართ.
უამრავი დაუვიწყარი თამაში, გოლი, პასი, წუთი… დაუვიწყარი
1981 წლის გაზაფხული და ლეგენდარული „დინამო". კარიერის განმავლობაში, დავით ყიფიანმა 245 მატჩი ჩაატარა და 78 გოლი გაიტანა. 1977 წელს, ის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

თუმცა, მას ყველაზე დიდი ტიტული და აღიარება – ქართველების გულწრფელი და მარადიული სიყვარული ჰქონდა…
კიდევ ერთი წელი და ათასობით გონებაში დატრიალებული მოგონებები… მოგონება – დავით ყიფიანი, რომელსაც დრო ვერასოდეს წაშლის.

სფფ-ის პრესსამსახური

კატეგორია: საქართველო | ნანახია: 310 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: