6:29 PM
"ჩიხურა" "დინამო არენაზე" დამარცხდა




24-ე ეროვნული ჩემპიონატის, მე-18 ტურის დასკვნითი შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა. ერთმანეთს ცხრილის პირველ და მესამე ადგილოსნები დაუპირისპირდნენ, თბილისის "დინამომ", საჩხერის "ჩიხურას" 5 გოლი გაუტანა და თავად მხოლოდ 2 მიიღო. ამ ტურის წინ ორივე გუნდი მნიშვნელოვანი სატურნირო ამოცანების წინაშე იდგა.

"დინამოს" ცხრილში სტატუსქვოს აღსადგენად აუცილებლად, გამარჯვება სჭირდებოდა, რადგან დილას თავისი შეხვედრა უკვე მოგებული ქონდა და დედაქალაქელებთან ქულებით იყო გათანაბრებული. თავის მხრივ მეორე ადგილოსანთან 2 ქულიანი ჩამორჩენის და მდევრებეთან 3 ქულიანი სხვაობის შესანარჩუნებლად აუცილებლად გამარჯვებაზე ფიქრობდა "ჩიხურაც".

შეხვედრა ნამდვილად სასეირო საყურებელი გამოდგა. 7 გატანილი ბურთი და ორჯერ მეტი სახიფათო მომენტი ორივე გუნდის კართან. მივყვეთ თანმიმდევრობით.

"დინამო არენაზე" შეკებილ გულშემატკივარს გოლების ლოდინი დიდი ხნით არ მოუწიათ - მე-5 წუთზე კვასხვაძის მოწოდებულ კუთხურს, "დინამოს" მცველების შეცდომა და ჩიკვაიძის საგოლე დარტყმა მოჰყვა - 0-1. სტუმრები დაწინაურდნენ. 2 წუთში კი მატჩს უდაოდ საუკეთესო ფეხბურთელმა, ესპანელმა ჩისკომ სტატუსქვო აღადგინა. საჯარიმოში შეჭრილმა მერებაშვილმა კარის სიახლოვეს ესპანელი მოძებნა და ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით დაასწრო მცველებს - 1-1.

საჩხერლები აქტიურად განაგრძობდნენ, განსაკუთრებით შეტევების ფლანგებიდან ორგანიზებას ცდილობდნენ, სადაც სტუმართა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო კირკიტაძე გამოირჩეოდა. ჩიხურას ამ აქტიურობას განსაკუთრებული ხიფათი არ მოჰყოლია. ერთადერთ მეტ-ნაკლებ სახიფათო იერიშს და შორიდან დარტყმას "დინამოს" მცველები გადაეღობნენ. სამაგიეროდ ახლოს იყო მეორე გოლის გატანასთან "დინამო". ჯერ, მე-13 წუთზე საჯარიმოს კუთხიდან მერებაშვილი ურტყამდა, რომლის დარტყმულიც სომხიშვილმა მოიგერია. შემდეგ კუთხურიდან გათამაშებული დამუშავებული კომბინაციის შედეგად ჩისკოს საჯარიმოში ჩაწოდებულს თავით კვარცხელია გზავნიდა კარში და ისევ სომხიშვილმა იხსნა საჩხერელთა კარი.

აქტიურობას კვლავ განაგრძობდნენ კირკიტაძე და დეკანოიძე, რასაც ხიფათი ისევ არ მოქონდა, ამ აქტიურობას თბილისლებმა მერებაშვილის და ჩისკოს შორეული დარტყმებით უპასუხეს, რომელიც კვლავ სომხიშვილის ნადავლი გახდა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი მერებაშვილი-ჩისკოს დუეტი ეფექტური კომბინაციის გათამაშებას ცდილობდა, რომელიც დვალს უნდა დაეგვირგვინებინა ზუსტი დარტყმით, მაგრამ ჯაბას მცველება არ მისცეს საშუალება. 35-ე წუთზე "ჩიხურას" სახიფათო კონტრშეტევა გამოუვიდა, როცა ფლანგიდან ჩამოწოდებულ მაისურაძე გზავნიდა თავით კარში, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. სამაგიეროდ, საპასუხო იერიში "დინამომ" გოლით დააგვირგვინა, დაცვიდან რეხვიაშვილს ზუსტი გადაცემა გამოუვიდა და მცველებს ჩისკო ერთ-ერთზე გაექცათ, ამ უკანასკნელს კი მომენტის გოლად ქცევა არ გასჭირვებია - 2-1!

მალევე დვალს ჰქონდა მომენტი, მაგრამ უშედეგოდ. სამაგიეროდ 43-ე წუთზე დეკანოიძე -კირკიტაძის აქტიურობას შედეგი მოჰყვა - საჯარიმოში შეჭრილი საჩხერელთა 51-ე ნომერი სახიფათოდაც ურტყამდა, რომლის დარტყმულიც ლორიამ უხეიროდა მოიგერია და ახალგაზრდული ნაკრების წევრს, დავით კირკიტაძეს ანგარიშის გათანაბრება არ გასჭირვებია - 2-2. არც ამჯერად იყო "დინამოს" დაცვა უშეცდომო. 

საბოლოოდ ტაიმი ასეც დასრულდა. 

მეორე ნახევარი საჩხერელთა აქტიურობით გაგრძელდა, 50-ე წუთზე კირკიტაძემ ბრწყინვალე ფლანგური გარღვევა განახორციელა, როცა მთელი "დინამო" დაცვის ხაზი უკან მოიტოვა, მაგრამ კარში დარტყმის მაგივრად არასწორი გარგძელება მოუძებნა შეტევას და საბოლოოდ მცველებს სიტუაციის განმუხტვა არ გასჭირვებიათ. 

იერიშს იერიშითვე უპასუხა "დინამომ". ალვაროს ფლაგურ ჩამოწოდების შემდეგ ჩისკო ფაქტიურად კარის წინ მარტო მდგომი ურტყამდა თავით და სულ მცირედით ააცილა. ერთ წუთში დვალი-მერებაშვილი-ჩისკოს კომბინაცია ისევ ესპანელის ახლო მანძილიდან დარტყმით სრულდება, ამჯერად ხარიხამ იხსნა სომხიშვილის კარი. 

56-ე წუთზე "დინამომ" გოლი მაინც გაიტანა. მერებაშვილი-ჩისკოს კომბინაცია, რომელიც მოედნის ცენტრიდან თბილისელთა ათიანმა დაიწყო, მისივე ზუსტი პასით გაგრძელდა, ერთი-ერთზე გასულ ჩისკოს კი ჰეთ-თრიკის შესრულება არ გასჭირვებია - 3-2.
გოლის შემდეგ სახიფათო მომენტებმა იკლო, "დინამო" ბურთის ფლობას ცდილობდა, "ჩიხურა" კი სწრაფი იერიშების განხორციელებას, სადაც მთავარი როლი კირკიტაძე-დეკანოიძის დუეტს ეკისრებოდა. 

70-ე წუთზე ისეც "დინამო" ქმნსი ხიფათს, გატანა დვალს მართებდა და ამჯერადაც უმტყუნა ჯაბას მიზანმა. ერთ წუთში ალვაროს გადაცემით ჩისკო ხვდება ისევ ხელსაყრელ პოზიციაში, მისი დარტყმული კი ზევიდან მცირედით სცდება კარს. საჩხერელთა კარში მეოთხე გოლს დიდი ლოდინი არ დასჭირდა. "ჩიხურას" კარის მისამართით მორიგი ჯარიმა დაინიშნა, რომელიც მერებაშვილმა საჯარიმოშო ჩააწოდა, მიკელ ალვარომ კი თავური დარტყმით ლოგიკური დაბოლოება მოუძებნა - 4-2. მერებამ კი ამ შეხვედრაში მესამე საგოლე გადაცემა მიითვალა.

სამიოდ წუთში ჯაბა დვალს ექმნება შანსი, ჩისკოს პასი მან სოლო რეიდით გააგრძელა, მეკარესაც გადაავლო ბურთი, თუმცა გუშარაშვილმა ბურთს კარის ხაზის გადაკვეთის საშუალება არ მისცა.

ამ მომენტის შემდეგ, დაახლოებით 13 წუთიან მონაკვეთში ჩიხურას 4-ჯერ (!) ჰქონდა გოლის გატანის შანსი, ჯერ კვასხვაძის ახლო მანძილიდან დარტყმული მოიგერია ლორიამ, შემდეგ ხიზანეიშვილი ცდება ბავშვურად და დეკანოიძე ურტყმას ხუთიოდ მეტრიდან და ისევ ლორია იგერიებს თავგანწირულად. საჩხერელთა კუთხურს გუშარაშვილის დარტყმა მოჰყვა და კარის ხაზიდან ამჯერად დვალს გამოაქვს ბურთი. ბოლო შანსი კი მაისურაძის დარტყმას მოჰყვა, რომელიც "დინამოელთა" კიპერმა არადამაჯერებლად მოიგერა, დამატებაზე კი კირკიტაძეს რეხვიაშვილმა არ გაატანინა. 

თუმცა მეხუთე გოლი "დინამომ" გაიტანა. კარლეს კოტომ, რომელიც მოედანზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ჩისკოს ნაცვლად გამოჩნდა, მეკარესთან ერთი-ერთზე დვალი გაიყვანა და ამ უკანასკნელმაც 3 მატჩიანი უგოლო სერია დაარღვია და თავისი მე-13 გოლი გაიტანა - 5-2. ამ გოლით კი ბომბარდირთა დავაში ორ ხელისუფლებიანობაა ჩისკოს და დვალს 13-13 გოლი აქვთ გატანილი.

საბოლოოდ კი "დინამო" 43 ქულით კვლავ ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. 40 ქულა აქვს გორის "დილას", რაც შეეხება "ჩიხურას" მას 35ქულა აქვს და ქუთაისის "ტორპედოსთან" ერთად 3-4 ადგილებს იყოფს.

საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატი. მე-18 ტური

ქ. თბილისი. "დინამო არენა"

"დინამო" (თბ) - "ჩიხურა" (საჩხერე) 5-2

გოლები: 5, ჩიკვაიძე (0-1), 7,ჩისკო (2-1), 36, ჩისკო (2-1), 43, კირკიტაძე (2-2), 56, ჩისკო (3-2), 73, ალვარო (4-2), 90+2 დვალი (5-2)

"დინამო "(თბ): ლორია, რეხვიაშვილი, კვარაცხელია, ხიზანეიშვილი (83, ტვილდიანი), სეთურიძე (80, კვეკვესკირი), ხმალაძე, ძარია, ალვარო, მერებაშვილი, ჩისკო (91, კოტო), დვალი

სათადარიგოები: ზარქუა, ტვილდიანი, გლიშიჩი, კვეკვესკირი, კოტო, რობერტინიო, ვოსკობოინიკოვი

მთ. მწვრთნელი: დუშან უჰრინი

"ჩიხურა" (საჩხერე): სომხიშვილი, გუშარაშვილი, კირკიტაძე, კვასხვაძე, ძამსაშვილი (73, ჩხეტიანი), მაისურაძე,ბაკურაძე, ჩიკვაიძე, მურველაშვილი (58, შარაშენიძე), დეკანოიძე, საჯაია (65, ჭელიძე)

სათადარიგოები: მწყერაშვილი, ბერიანიძე, ჭელიძე, ქიმაძე, ჩხეტიანი, შარაშენიძე, მუმლაძე

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მთ. არბიტრი: ოთარ ხეცაძე
ნანახია: 249 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: