9:27 PM ჩიჩარიტომ “ვალენსია” იუარა | |
![]() ვალენსიური კლუბი "ემიუს” მექსიკელი თავდამსხმელის შეძენასთან ახლოს იყო. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბები ჩიჩარიტოს ტრანსფერის ფასზე შეთანხმდნენ, თუმცა, თავად ხავიერმა ლა ლიგაში თამაშის შესაძლებლობაზე უარი განაცხადა. ერნანდესი "ვალენსიას” პირადი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეუთანხმდა. "დიახ, მართალია, ხავიერს მოედანზე მეტი დროის გატარება უნდა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას "ემიუს” დატოვება უნდა. არა, ჩემი კლიენტი მანჩესტერში რჩება”. "ვალენსია” ინტერესს ნამდვილად იჩენდა. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ერნანდესმა "ემიუდან” წასვლა არ მოინდომა. იგი "ოლდ ტრაფორდზე” დარჩა და ეცდება დევიდ მოიესის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს”, – განაცხადა 25-წლის თავდამსხმელის აგენტმა, ედუარდო ერნანდესმა. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |