7:56 PM
ჩემპიონთა ლიგა. სამშაბათის მატჩების პრევიუ



დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად აიღებს სტარტს. ევროპული, უმაღლესი დონის ფეხბურთის მოყვარულები დიდი ხანია ამ მომენტს ელიან. თბილისის დროით 22:45 წუთზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი იწყება!

А ჯგუფი

"მანჩესტერ იუნაიტედი” – "ბაიერი”

მანჩესტერი, ოლდ ტრაფორდი, 22:45 წთ, არბიტრი- დამირ სკომინა (სლოვენია)

"მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშებს სერ ალექს ფერგიუსონის გარეშე. კლუბში ახალი მწვრთნელი მოვიდა და ახალი მოლოდინია. ლევერკუზენის "ბაიერი” ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არაა და "ოლდ ტრაფორდზე” გამარჯვებისთვის ყველაფერს დადებს. დევიდ მოიესს თავდამსხმელზე დაფიქრება მოუწევს. მართალია, უეინ რუნიმ "კრისტალ პალასთან” 90 წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა, თუმცა ის ტრავმირებულია. რაც არ უნდა იყო, ინგლისელი ფორვარდი გერმანელთა კარის დასალაშქრად მზად იქნება.

მოგეხსენებათ, ლევერკუზენელებს სამი ჰიიპია წვრთნის, რომელი 10 წლის განმავლობაში "ლივერპულის” ღირსებას იცავდა, ამიტომ მისთვის აღნიშნული მატჩი ორმაგად პრინციპულია. წლის დასაწყისში "ბაიერმა” მთავარი ლიდერი შიურლე დაკარგა, რამაც, რასაკვირველია, შეასუსტა გერმანელთა თავდასხმის ზახი, თუმცა კისლინგი და სიდნი სემი "იუნაიტედისთვის” ზიანის მიყენებას შეეცდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ემიუ”: დე ხეა, ფაბიო, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, კერიკი, ფელაინი, ვალენსია, უელბეკი, რუნი, ვან პერსი

"ბაიერი”: ლენო, ჰილბერტი, ვოლშაიდი, სპაჰიჩი, ბენიში, ბენდერი, რაინარტცი, როლფესი, სონი, კისლინგი, სემი

B ჯგუფი

"გალათასარაი” – "რეალი”

სტამბული, "თუურქ ტელეკომ არენა”, არბიტრი – მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

ეს მადრიდის "რეალისთვის” ჩემპიონთა ლიგის მოგების მომდევნო მცელობაა. "სამეფო გუნდი” ამჯერად ევროპის მწვერვალზე ასვლას კარლო ანჩელოტის თავკაცობით აპირებს. შემადგენლობა კი "რეალს” ისეთი ჰყავს, რომ ნამდვილად შესწევს ამის ძალა. ამ ზაფხულში მადრიდელებს გარეტ ბეილიც შეემატათ, რითაც გუნდის ისედაც მაღალი შეტევითი პოტენციალი ერთიორად ამაღლდა.

შარშან "რეალი” ნახევარფინალში გამოეთიშა ტიტულისთვის ბრძოლას, როცა ორმატჩიანი დაპირისპირებაში დორტმუნდის "ბორუსიამ” მოიპოვა ფინალის საგზური. მეოთხედფინალში ჟოზე მოურინიოს შეგირდები სწორედ "გალათასარაის” შეხვდნენ. თურქებმა შინ 3:2 იმარჯვეს, თუმცა ესპანეთში 3:0 წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ. "გალათასარაიმ” სეზონის წინ ორი მთავარი დამრტყმელი ძალა: სნეიდერი და დროგბა- შეინარჩუნა, რითაც კვლავაც ანგარიშგასაწევ ძალად რჩება. თუ შარშანდელს გავითვალისწინებთ, ანჩელოტის ბიჭებს სტამბულში ადვილი გასეირნება არც დღეს ელით.

სავარაუდო შემადგენლობები:

"გალათასარაი”: მუსლერა, ებუე, შეიჯუ, კაია, ბალტა, მელო, სნეიდერი, ინანი, ენგინი, დროგბა, ბურაკი

"რეალი”: კასილასი, არბელოა, პეპე, რამოსი, ნაჩო, ხედირა, მოდრიჩი, ბეილი, ისკო, რონალდუ, ბენზემა

"კოპენჰაგენი” – "იუვენტუსი”

კოპენჰაგენი, "პარკენი”, არბიტრი – ივან ბებეკი (ხორვატია)

ლიგის შარშანდელი გათამაშება "იუვენტუსმა” საკმაოდ მძიმედ დაიწყო და რომ არა ბოლო მატჩებში მიღწეული დადებითი შედეგი, შეიძლებოდა, ფლეი-ოფის საგზური ვერც მოეპოვებინა. ანტონიო კონტე დაშვებული შეცდომების გამეორებას არ აპირებს და თავიდანვე გამარჯვებებს გეგმავს. დღეს "ბებრი ქალბატონის” მეტოქე მოკრძალებული "კოპენჰაგენი” იქნება, თუმცა იტალიელებს ადვილ გამარჯვებას არავინ უწინასწარმეტყველებს.

"კოპენჰაგენი” 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ევროპულ ელიტაში და 2010/11 წლების სეზონის წარმატების გამეორებას აპირებს. მაშინ დანიელები ჯგუფური ეტაპიდან გავიდნენ, მაგრამ ახლა ვნახოთ, რა მოხდება. ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტები "რეალი” და "იუვენტუსი’ არიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

"კოპენჰაგენი”: ვილანდი, იაკობსენი, მელბერგი, სიგდურსონი, ბენგსტონი, ბოლანიოსი, კლაუდემირი, დელანეი, იორგენსონი, ადი, ვეტოკელე

"იუვენტუსი”: ბუფონი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა, ტევესი, კვალიერა

С ჯგუფი

"ოლიმპიაკოსი” – "პსჟ”

პირეი, "კარაისკაკუსი”, არბიტრი – ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ფრანგული გრანდი უკვე დღეიდან აპირებს ევროპის გაოცებას. "პსჟ”-მ შარშან კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით 1/4 ფინალამდე მიაღწია. ახლა გუნდს სათავეში ლორან ბრალი უდგას და იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა (ედისონ კავანი მოვიდა) , პარიზელთა მიზნების გაიზარდა.

მცირე დაზიანებები აქვთ ალექსს, მენეზსა და პასტორეს, ამიტომ დღეს მათი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"ოლიმპიაკოსმა” შარშან ჯგუფურ ეტაპზე 3 მატჩი მოიგო, მათ შორის, "მონპელიესთან” ორჯერ, თუმცა ფელი-ოფში ვერ გავიდა. ახლა ბერძნებს გაცილებით ძლიერი ფრანგული კლუბი დაუპირისპირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ გასვლაზე თამაშობს, ფავორიტად მაინც "პარი სენ ჟერმენი” მიიჩნევა.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ოლიმპიაკოსი”: რობერტო, ლეანდრო, სალინო, მანოლასი, სიოვასი, ბონგი, მანიატისი, სამარისი, ფუსტერი, კემპბელი, სავიოლა, მიტროღლუ

"პსჟ”: სირიგუ, ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი, რაბიო, ტიაგო მოტა, მატუიდი, კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი

"ბენფიკა” – "ანდერლეხტი”

ლისაბონი, "და ლუში”, არბიტრი – მანუელ გრაფე (გერმანია)

აღნიშნული მატჩი ქართველი გულშემატკივრისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი და საინტერესოა. "ბენფიკა” სახლში ტამაშობს და მთავარ აქცენტს შეტევაზე გააკეთებს. თავის მხრივ, არც "ანდერლხეტი” იქნება უმოქმედოდ. ბელგიელებმა ახალ სეზონში 7 მატჩი 26 გოლი გაიტანეს, თუმცა მათი დაცვა არც თუ საიმედოა. ლისაბონელებს რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე ჰყავთ: გაიტანი, სულეიმანი, სილვიუ…

სავარაუდო შემადგენლობები:

"ბენფიკა”: არტური, მაქსი პერეირა, ლუიზაო, გარაი, სიკეირა, პერესი, მატიჩი, მარკოვიჩი, ჯონი, ლიმა, კარდოსო

‘ანდერლეხტი”: კამინსკი, ჟიე, კუიატე, ნეიტინკი, დესჰაჰტი, მილივოევიჩი, კლეტსანი, ბრუნო, სუარესი, აჩამპონგი, მიტროვიჩი

D ჯგუფი

"ბაიერნი” – "ცსკა”

მიუნხენი, "ალიანც არენა”, არბიტრი – ჯანლუკა როკი (იტალია)

ზედმეტი კომენტარის გარეშე, "ბაიერნი” შარშანდელი სეზონის გამარჯვებულია. გუნდს ახლა პეპ გვარდიოლა წვრთნის და თავისი ფილოსოფიის ჩამოყალიბებას ცდილობს. ეჭვგარეშეა, ფავორიტები გერმანელები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ტრავმის გამო მარტინესი და გიოტცე დააკლდებათ.

მოსკოველებმა რუსეთის ჩემპიონატი კარგად დაიწყეს. კლუბმა მთავარი საქმე გააკეთა და ჰონდა შეინარცუნა. სწორედ აზიელი ფეხბურთელი შეუტევს ყველაზე სახიფათოთ მიუნხენელებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ბაიერნი”: ნოერი, ლამი, ბოატენგი, დანტე,ალაბა, შვაინშტაიგერი, რობენი, კროოსი, მიულერი, რიბერი, მანჯუკიჩი

"ცსკა”: აკინფეევი, ნაბაბკინი, იგნაშევიჩი, ვ.ბერეზუცკი, შენნიკოვი, ვერნბლუმი, ცაუნია, ჰონდა, ცუბერი, მუსა, ვიტინიო

"ვიქტორია პლზენი” – "მანჩესტერ სიტი”

პლზენი, "დოოსანი”, არბიტრი – პაოლო ტალიავენტო (იტალია)

"სიტის” თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ "სტოკთან მატჩში ხესუს ნავასი, აგუერო და ფერნანდინიო დაასვენა, ეს კი იმას ნიშნავს რომ სამივე მათგანი დღეს ჩეხეთში ითამაშებს. გასულ უიქენდზე "ქალაქელებმა” თამაში ვერ მოიგეს, ამიტომ მათ მაყურებლის წინაშე რეაბილიტაცია სჭირდებათ. "ვიქტორია” შინ თამაშობს, მაგრამ ძირითადად მანჩესტერელტა შეტევებს მივადევნებთ თვალს. ფავორიტი "სიტია”.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ვიქტორია”: კოზაჩიკი, რაიტორალი, გეიდა, პროხაზკა, ლიმბერსკი, გორვატი, გორჟავა, პეტრჟელა, კოლარჟი, კოვარჟიკი, ტეცლი

"მან სიტი”: ჰარტი, საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კოლაროვი, ნავასი, ფერნანდინიო, ტურე, ნასრი, აგუერო, ჯეკო

ნანახია: 295 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: