2:40 PM
ჩემპიონთა ლიგის ფინალი: “დორტმუნდი” – “ბაიერნი” (პრევიუ)



დღეს, 22:45 წუთზე ინგლისის დედაქალაქ ლონდონში დიდი ბრძოლა გაიმართება. დორტმუნდის "ბორუსია” და მიუნხენის "ბაიერნი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის თასისთვის დაუპირისპირდებიან. მატჩს იტალიელი რეფერი ნიკოლა რიცოლი განსჯის.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გთავაზობთ ჩვენი საიტი: LIVE.GOAL.GE, LIVETV.RU, GOOOOL.RU

გუნდებს ერთმანეთში 100 შეხვედრა აქვთ ჩატარებული, თუმცა, დამეთანხმებით, 101-ე მატჩი წინა 100-ს უპირობოდ გადაწონის. რაც არ უნდა მოხდეს, თასი გერმანიაში წავა, რაც ბუნდესლიგის კიდევ ერთი წარმატებაა. შანსები 50-50-ზე. ფავორიტი, რასაკვირველია, არ არსებობს.

"ბაიერნი” გადამწყვეტ მატჩამდე ფაქტობრივად უდანაკარგოდ მოვიდა. კროოსი და ,განსაკუთრებით კი, ბადშტუბერი უკვე დიდი ხანია არ თამაშობენ, ამიტომ მათ ნამდვილად ვერ ვუწოდებთ სრულფასოვან დანაკარგებს. იუპ ჰაინკესს მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებს: ბოატენგი თუ ვან ბიუტენი. თავდაპირველად, ძირითადის მოთამაშედ ეს უკანასკნელი მიიჩნეოდა, თუმცა ამ ბოლო დროს ჰაინკესი ბოატენგს მეტ დროს აძლევს. სწორედ მან ითამაშა "ბარსელონასთან” ორივე ნახევარფინალური მატჩი.

"ბორუსიას” ერთი დანაკარგი და ერთი სასიხარულო ფაქტი აქვს. ჰუმელსმა ტრავმის შემდეგ აღდგენა მოახერხა, თუმცა გიოტცეს თამაში საეჭვოა. ყველას უნდოდა ენახა, როგორ ითამაშებდა მარიო თავისი მომავალი კლუბის წინააღმდეგ, თუმცა მას ტრავმა აღმოაჩნდა (ისე კი, საეჭვოა, ნუთუ ეს მართლაც ტრავმაა?).

შემადგენლობის დაყენების დროს იურგენ კლოპიც ალბათ მხოლოდ ერთ რამეზე დაფიქრდება: კელი თუ ბენდერი? ამ შემთხვევაშიც, ძირითადად კელი, გუნდის კაპიტანი უნდა ჩავთვალოთ, მაგრამ ბოლო სერიოზულ მატჩებში სულ ბენდერი თამაშობდა. სწორედ მის გამOჩენას ელიან სპეციალისტები დღეს მინდორზე.



ნანახია: 327 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: