5:54 PM ჩემპიონთა ლიგაში თბილისის “დინამოს” პირველი მეტოქე ცნობილია! | |
![]() ცოტა ხნის წინ უეფას შტაბბინაში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა. თბილისის დინამო გათამაშებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და ანდორის "ლუსიტანსა” და სან მარინოს "ტრე პენეს” შორის გამარჯვებულს შეხვდება. "დინამო” პირველ შეხვედრას 16 ან 17 ივლისს ჩაატარებს, საპასუხო შეხვედრა კი 23-24 ივლისს იქნება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |