12:27 PM ჩემპიონმა მედლები ექს-ჩემპიონთან ჩაიბარა! | |
![]() დღეს, საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლო, 32-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ჩემპიონი, თბილისის "დინამო” საკუთარ "დინამო არენაზე” ექს-ჩემპიონს, "ზესტაფონს” მასპინძლობდა. ამ შეხვედრის ჩატარება-არჩატარების ამბავი ბოლო წუთამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მიზეზი კი საეფხბურთო კლუბ "ზესტაფონში” შექმნილი გაურკვეველი სიტუაციის გამო, კლუბის ხელმძღვანელობის პროტესტი იყო. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი დადებითად გადაწყდა და დღეს იმერლები სათამაშოდ გავიდნენ. ისიც აღსანიშნავია, რომ გუნდს ერთი კვირა არ უვარჯიშია და ფეხბურთელების შეკრება კონკრეტულად მატჩის დღეს მოხერხდა. "დინამო” მოედანზე საბრძოლო შემადგენლობით გავიდა, ამ მხრივ საკმაოდ გადახალსიებული იყო ზესტაფონელთა განაცხადი. ყველაფერმა ამან კი, საბოლოო შედეგზეც ჰპოვა ასახვა და ჩემპიონმა ყოფილი ჩემპიონი, ამ გუნდებს შორის სარეკორდო, 5-ბურთიანი სხვაობით, 6-1 გაანადგურა. პირველი ტაიმი "დინამომ” საკმაოდ დიდი უპირატესობით ჩაატარა და უკვე მე-18 წუთზე ანგარიში 2-0 იყო. ჯერ მე-16 წუთზე მერებაშვილის ჩაწოდება გრაიციარმა მახვილი კუთხიდან ერთი შეხებით დააგვირგვინა და ზედიზედ მესამე მატჩში თავი შედეგიანი დარტყმით გამოიჩინა – 1-0! შემდეგ კი უკვე თავად სლოვაკი აღმოჩნდა შედეგიანი გადაცემის ავტორი, რომელიც ჯაბა დვალმა გოლად გარდასახა. რამდენიმე წუთში, ჩისკოს ორჯერ ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი, ჯერ მისი დარტყმული მცველებმა მოიგერიეს კუთხურზე, შემდეგ კი ფაქტობრივად პირისპირ გასულმა მცირედით ააცილა კარს. "დინამოს” იერშებს ზესტაფონელბმა უპასუხეს დემელის უზუსტო დარტყმით. მალევე ჩისკოს ისევ ჰქონდა გატანსი შანსი, თუმცა "ზესტას” კიპერი ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ამ მომენტიდან ერთ წუთში დვალი გაექცა პეტკოს და პირისპირ დარჩა მეკარესთან, თუმცა საბოლო დარტყმა არ გამოუვიდა და მეშველიანი ადვილად დაეუფლა ბურთს. მალევე გატანის შანსი ჰქონდა სარადალიშვილს, მისი დარტყმული მცირე რიკოშეტის შემდეგ ლორიამ მოიგერია. საბოლოოდ "ზესტაფონმა” მაინც გაიტანა, 38-ე წუთზე თავი იმერელთა რიგებში ყველაზე აქტიურმა, ბოტი დემელმა გამოიჩინა – მოედნის სიღმრიდან გაკეთებული პასის შემდეგ, იგი მცველებს გაექცა და ადვილად დალაშქრა ლორიას კარი – 2-1. ორბურთიანი სტატუსკვოს აღსადგენად "დინამოს” 3 წუთი დასჭირდა – ჩისკოს შესრულებული სტანდარტულის შემდეგ, საჯარიმოში თავით ბურთი კავაცხელიამ მოიგო, რომელმაც უსტარიცს უპასა და ამ უკანასკნელმაც თავური დარტყმით მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა – 3-1! ტაიმის ბოლო დარტყმა ზესტაფონელებმა განახორციელეს, ბაბუნაშვილის შორეული გასროლა ლორიამ მოიგერია. შეხვედრის მეორე ნახევარი საკმაოდ მაღალ ტემპში განახლდა, ორივე გუნდი ცდილობდა შეტევას და ორივე კართან შეიქმნა მეტნაკლებად სახიფათო მომენტები, რომლებიც ძირითადად უზუსტო დარტყმებით დასრულდა. ყველაზე სახიფათო, მე-60 წუთზე დემელის მომენტი იყო, რომელიც პირისპირ აღმოჩნდა მეკარესთან თუმცა დარტყმული კარს ააცილა. 63-ე წუთზე ისევ "დინამომ” გაიტანა, მერებაშვილმა სოლო რეიდი, რამოდენიმე ცრუმოძრაობის შემდეგ, კარის წინ მდგომი გრაიციარისთვის მიცემული პასით დაასრულა და ამ უკანასკნელსაც არ გასჭირვებია ბურთის კარში გადაგზავნა – 4-1! სამ წუთში დედაქალაქელებმა კვლავ გააგრძელეს ზესტაფონელთ რბევა, კომბინაცია მერებაშვილმა წამოიწყო, რომელმაც საჯარიმოში დვალს უპასა, ამ უკანასკნელმა კი კარის სიახლოვეს მდგარი ჩისკო მონახა და ესპანელმაც ამ სეზონში 23-ე გოლი გაიტანა – 5-1! 75-ე წუთზე ანგარიში კატასტროფული გახდა, შეცვლაზე შემოსულმა კოტომ, პირველივე შეხება საგოლე პასად აქცია და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს, ჩისკოს 24-ე გოლი გაატანინა – 6-1! მე-80 წუთზე დემელს ჰქონდა შანსი, ანგარიში შეემცირებინა, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხამ აისხლიტა. საბოლოოდ შეხვედრა ასევე დასრულდა. მატჩის შემდეგ "დინამომ” კუთვნილი საჩემპიონო მედლები და თასი საზეიმოდ ჩაიბარა. წინ კი, 22 მაისს, თასის ფინალია. 10 წლის შემდეგ, დედაქალაქელებს შანსი ეძლევათ სეზონი დუბლით დაასრულონ. მატჩის შემდეგ გიორგი მიქაძე: დღევანდელ მატჩზე სასაუბრო არაფერია. დინამოს ვულოცავ დამსუხრებულ ჩემპიონობას. დუშან უჰრინი: სასიამოვნოა, რომ სეზონის ბოლო საშინაო მატჩი წარამტებით დავასრულეთ. ამ ქვეყანაში ეს ჩემი პირველი ტიტულია. 4 დღეში თასის ფინალი გველის და იმედია იქაც წარმატებას მივაღწევთ. დინამო(თბ): ლორია, უსტარიცი, კვარაცხელია, სეთურიძე, ხმალაძე(69, პაპავა), დვალი, მერებაშვილი (74, კოტო), გრაიციარი (77, მილხრაუმი), ჩისკო, გლიშიჩი, ძარია ზესტაფონი (ზესტაფონი): მეშველიანი, კუტალია (74, რობაქიძე), პეტკოვი, გაგოშიძე, გრიგალაშვილი, შარიქაძე, ბაბუნაშვილი, სარდალიშვილი (71, გაჩეჩილაძე), აფციაური, დემელი, კვერნაძე (46, ჭანკოტაძე) ვიდეო აღებულია fcdinamo.ge- დან. ფოტო: ოთარ მუმლაძე ავტორი: მალხაზ გედევანიშვილი, Geosports.Ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |