2:21 PM
“ჩელსიში” ზეიმია: მოურინიო 40-მილიონიან კონტრაქტს დათანხმდა



როგორც The Sun იუწყება, ჟოზე მოურინიომ, რომელიც სეზონის ბოლოს დატოვებს მადრიდის "რეალს”, 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა ლონდონის "ჩელსისთან”. კონტრაქტის თანახმად, ის ამ დროის განმავლობაში 40 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს.

"უკვე შეიძლება ოფიციალურად თქმა, რომ მოურინიო "ჩელსის” მწვრთნელი გახდება. ყველანი მოხარულები ვართ- მომსახურე პერსონალი, ფეხბურთელები, გულშემატკივრები- რომ ის აქ დაბრუნდა. მოუთმენლად ველით ახალ სეზონს. ეჭვი არ გვეპარება, რომ მომავალი სეზონი ძალიან საინტერესო იქნება” , – ასეთი ინფორმაცია წამოვიდა "ჩელსის” წყაროდან.

გავრცელებული ინფორმაციით, სეუ ჟოზემ კონტრაქტს ხელი ლონდონში მოგზაურობისას მოაწერა. პორტუგალიელი ასევე შეხვდა მეგობრებს და დაესწრო ფლეი-ოფის მატჩს "კრისტალ პალასასია” და "უოტფორდის” მონაწილეობით.

წყარო: The Sun



ნანახია: 348 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: