9:51 PM “ჩელსიში” ბენიტესი შესაძლოა პელეგრინიმ შეცვალოს | |
![]() "მალაგას” მთავარმა მწვრთნელმა ლონდონური კლუბის მფლობელის ყურადღება მიიპყრო. The Telegraph-ის ინფორმაციით, "ჩელსის” თავკაცის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი "მალაგას” მენტორი მანუელ პელეგრინია. იტყობინებიან, რომ "ჩელსის” მფლობელი რომან აბრამოვიჩი ჯერჯერობით გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის მუშაობით კმაყოფილია, თუმცა "არისტოკრატების” გულშემატკივრებს მისი მიღება არ სურთ. დიდი ალბათობით, ბენიტესი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. პელეგრინის მთავარი პლიუსები ისაა, რომ მას ტოპ-ფეხბურთელებთან მუშაობის გამოცდილება გააჩნია და ინგლისური ენა იცის. გარდა ამისა, მისი გუნდი შემტევ ფეხბურთს აჩვენებს, რაც რომან აბრამოვიჩს მოსწონს. გუნდის გაწვრთნის სხვა კანდიდატებად ჟოზე მოურინიო და დევიდ მოიესი სახელდებიან. ასევე გეტყვით იმასაც, რომ პელეგრინის "მალაგასთან” კონტრაქტი 2015-წლის ზაფხულში ეწურება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |