4:55 PM “ჩელსის” რუსმა გულშემატკივრებმა გუნდის ავტობუსს შემდეგნაირი წარწერა გაუკეთეს: “Rafa out” | |
![]() როგორც ინგლისში, ისევე რუსეთში, არ სურთ, რომ "არისტოკრატები” ესპანელმა გაწვრთნას. იტყობინებიან, რომ "ჩელსის” მოსკოვში ყოფნის დროს, როდესაც ლონდონელები რუსეთის დედაქალაქში "რუბინთან” (2:3) ევროპის ლიგის ეგიდით, გასამართი შეხვედრისათვის ჩაფრინდნენ, "ჩელსის” რუსმა ფანებმა თავიანთი უკმაყოფილება რაფაელ ბენიტესის მიმართ ორიგინალურად გამოხატეს. გულშემატკივრები მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროსთან მივიდნენ, სადაც ლონდონელების ავტობუსი იდგა, მას "Rafa out” დააწერეს და ინგლისელი ფანებისგან მაგალითი აიღეს, რომლებიც "ჩელსის” ყოველი საშინაო მატჩის წინ ასეთ წარწერებს აკეთებენ. სასტუმროს პერსონალმა კი დროულად შენიშნა ეს წარწერა და სანამ დრო ჰქონდათ ავტობუსი სწრაფად გარეცხეს… | |
|
სულ კომენტარები: 0 | |