4:03 PM
"ჩელსის" იაპონიის მიწისძვრების ეშინია



როგორც The Guardian იუწყება, "ჩელსი" ფიფასგან რეკომენდაციებს ელის, ტოკიოში გაფრენის თაობაზე იაპონიაში არსებული სეისმოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამომავალი მზის ქვეყანაში ტარდება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ცოტა ხნის წინ იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ცუნამი გამოიწვია. მიწისძვრა 7,3 ბალით შეაფასეს. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ მოიპოვება.

13 დეკემბერს "არისტოკრატები" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში დაუპირისპირდება "მონტერეისა" (მექსიკა) და "ულსან ჰიუნდაის" (სამხრეთ კორეა") წყვილში გამარჯვებულს. ადრე "ჩელსი" 8 დეკემბრის საღამოს, "სანდერლენთან" მატჩის შემდეგ აპირებდა გაფრენას.
 
ნანახია: 278 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: