2:06 PM
"ჩელსიმ" ტაისონის ტრანსფერი შეათანხმა



როგორც ჩანს, უკრაინული "მეტალისტი" გუნდის მთავარი საკვანძო ფიგურის შენარჩუნებას ვერ შეძლებს.

ავტორიტეტული ბრიტანული პორტალი Sky Sports იტყობინება, რომ "ჩელსის" "მეტალისტის" შემტევი ნახევარმცველის გადაბირებისთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბი გამოუჩნდა კონკურენტად, საუბარია "ტოტენჰემზე".

მიუხედავად ამისა, "არისტოკრატები" ხარკოვული კლუბის ფეხბურთელის გადაბირებისთვის ბრძოლაში მაინც მთავარ ფავორიტებად მიიჩნევიან, რადგან მათ "მეტალისტის" ხელმძღვანელობასთან ტაისონის სატრანსფერო ფასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე წარმატებით ჩაამთავრეს, ასევე თავად ფეხბურთელსაც შეუთანხმდნენ პირადი კონტრაქტის პირობებზე.

ძალიან მალე "პენსიონერები" ტაისონს ლონდონურ კლუბში გაუშვებენ, რომელიც "ჩელსიში" გადასვლის შემთხვევაში "არისტოკრატების" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მეორე შენაძენი გახდება. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ "ჩელსიმ" "ნიუკასლიდან" სენეგალელი თავდამსხმელი დემბა ბა გადაიბირა.
 
ნანახია: 267 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: