6:40 PM
“ჩელსიმ” ატსუ იყიდა



ლონდონის "ჩელსიმ” "პორტუდან” ნიჭიერი განელი ვინგერი კრისტიან ატსუ შეიძინა.

ახალგაზრდა განელის ტრანსფერი "არისტოკრატებს” 3,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ, წერს ghanasoccernet.com. მიუხედავად ამისა, ამ სეზონს ატსუ არენდის წესით არნემის "ვიტესში” გაატარებს.

"ჩელსიში” გადაბარგების ინფორმაცია თავად ატსუმაც დაადასტურა, Facebook-ის საშუალებით. ლონდონელებთან ვინგერმა ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 21-წლის ფეხბურთელი ახალ სეზონს ჰოლანდიურ "ვიტესში” გაატარებს.

წყარო: GhanaSoccer

ნანახია: 307 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: