"ბარსელონას" ესპანელი ფორვარდი, კვლავ პოპულარობით სარგებლობს "პრემიერ ლიგის" კლუბებში, თუმცა გუნდის გეგმებში მისი გაშვება არ შედის.
შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავიდ ვილია იანვარში "არსენალში" მიემგზავრება. თუმცა, "ბლაუგრანას" სპორტულმა დირექტორმა და ყოფილმა გოლკიპერმა განცხადება გააკეთა, სადაც ის კატეგორიულად უარყოფს, 31 წლის მოთამაშის ლონდონში გაყიდვას. მაგრამ, "მეთოფეები" არ ყოფილან ის ბოლო გუნდი, რომელსაც ვილიას შეძენა სურს.
როგორც წარსულში, ესპანელს ახლაც სურს ლონდონში საკუთარი კარიერის გაგრძელება, მაგრამ არა "არსენალში" ან "ჩელსიში". სავარაუდოდ "არისტოკრატები" "ბარსელონას" ხელმძღვანელებს, თავდამსხმელის ნახევარწლიან იჯარას შესთავაზებენ, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რომან აბრამოვიჩი ზამთარში რადამელ ფალკაო გარსიას აღარ შეიძენს.
რაფაელ ბენიტესის თანახმად, ვილიას მათთან გადაბარგება დაეხმარება კლუბს შეტევის ხაზის გაძლიერებაში, ყოველგვარი ზედმეტი ხარჯების გარეშე. გარდა ამისა, გამოცდილ ფეხბურთელს ძლიერ შეუძლია დაეხმაროს გუნდს ევროპის ლიგაზე. როგორც მოგეხსენებათ, მან "ბარსელონასთან" ერთად, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება მოიგო.