1:37 PM
“ჩელსი” ტორესს 30 მილიონად გაუშვებს



ლონდონური კლუბი მზადაა შეელიოს რეკორდულ თანხად ნაყიდ ფეხბურთელს, თუმცა რომან აბრამოვიჩისგან სერიოზული ფასდაკლების მოლოდინი არ უნდა იყოს.

როგორც ჩანს, ფერნანდო ტორესის ერა "ჩელსიში” დასასრულს უახლოვდება. ლონდონელები უკვე დიდი ხანია ეძებენ ახალ თავდამსხმელს.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ესპანელის გაშვების სურვილი აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აბრამოვიჩი ტორესს იაფად გაუშვებს. ბრიტანული პრესის თქმით, ფერნანდოს გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ფუნტს შეადგენს.

ესპანელისგან შემოსული თანხით, "ჩელსი” ედინსონ კავანის და ანდრეა შურლეს შეძენას შეეცდება. ორივე ფეხბურთელში აბრამოვიჩი მზადაა გადაიხადოს 70 მილიონი ფუნტი.

ნანახია: 308 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: