4:54 PM
“ჩელსი” “სტიაუას” მცველით ინტერესდება




ვლად კირიკეში ლონდონური კლუბის ინტერესების სფეროში მოექცა.

ამის შესახებ შეატყობინა პრესას ბუქარესტის "სტიაუას” ფეხბურთელის აგენტმა ვიქტორ ბეკალიმ.

"ჩელსი”, სხვა ევროპული კლუბების მსგავსად, ვლადით ინტერესდება, – აცხადებს ბეკალი. – თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ კირიკეში "სტიაუას” ამ ზაფხულს დატოვებს. მის ამჟამინდელ კლუბს ვლადის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს მიღება სურს. ვარიანტების შესწავლას განვაგრძობთ”.

გარდა "ჩელსისა”, კირიკეშის გადაბირებით ასევე ინტერესდებიან მადრიდის "რეალი” და სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი”, აღნიშნა 23-წლის ცენტრალური მცველის აგენტმა.

ნანახია: 340 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: