10:01 PM “ჩელსი”: რუნი თუ არა, მაშინ ლევანდოვსკი | |
![]() ლონდონური კლუბი "ემიუს” უკანასკნელ შეთავაზებას გაუკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, "ჩელსი” ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელისთვის 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს ამზადებს. და თუ "წითელი ეშმაკუნები” ამ წინადადებასაც უარყოფენ, მაშინ "არისტოკრატები” რუნის ხელში ჩაგდებას აღარ ეცდებიან. უეინის ნაცვლად, "ჩელს” დორტმუნდის "ბორუსიას” თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის შეიძენს. ლონდონურ კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ გერმანული კლუბი პოლონელის "ნისლიან ალბიონზე” 40 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაშვებას დათანხმდებიან. შეგახსენებთ, "ემიუმ” რუნის ტრანსფერთან დაკავშირებული "ჩელსის” ორი ოფიციალური წინადადება უკვე უარყო. მართალია, თავად უეინსაც უნდა მანჩესტერის დატოვება, თუმცა, მანიკუნიანელები, მიუხედავად ამისა, რუნის "ჩელსიში” მაინც არ გაუშვებენ. წყარო: Mirror | |
|
სულ კომენტარები: 0 | |