1:32 PM
"ჩელსი" ფელაინის ლამპარდის შემცვლელად მიიჩნევს



"ჩელსიმ" ნახევარმცველის ფრენკ ლამპარდის შემცვლელი იპოვნა, რომელიც გუნდს ზაფხულში დატოვებს, იტყობინება The Times.

ლონდონელები მზად არიან "ევერტონის" ბელგიელ ნახევარმცველში მარუან ფელაინიში 22 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ, რომელსაც "არისტოკრატების" ამჟამინდელი რვა ნომრის შემცვლელად მიიჩნევენ.

"ჩელსის" ხელმძღვანელობა ამ ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავს, როდესაც ლამპარდი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მიმდინარე სეზონში ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ფელაინიმ "ევერტონის" მაისური პრემიერ ლიგის 16 მატჩში მოირგო გაიტანა 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
 
ნანახია: 298 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: