4:33 PM
“ჩელსი”: ფალკაო არა? მაშინ ჰალკი



"არისტოკრატები” ამ ზაფხულს გუნდის გაძლიერებას გამტანი ფორვარდით გეგმავენ.

ინგლისური პრესა იტყობინება, რომ მას შემდეგ, რაც "მონაკომ” რადამელ ფალკაოსთვის ბრძოლაში გაიმარჯვა, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა ყურადღება "ზენიტის” თავდამსხმელზე ჰალკზე გაამახვილეს.

ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს იყო შესაძლო, რომ ბრაზილიელი "სტემფორდ ბრიჯზე” აღმოჩენილიყო, თუმცა მაშინ სანქტ-პეტერბურგელებმა "პორტუს” უფრო მეტი შესთავაზეს, ვიდრე "ჩელსიმ”, სწორედ ამიტომ, ფეხბურთელი რუსეთში აღმოჩნდა.

მიუხედავად ამისა, ახალ კლუბში ჰალკი ადგილობრივ გულშემატკივრებს არ უყვართ, უფრო მეტიც, მას გუნდის მთავარ მწვრთნელთან ლუჩანო სპალეტისთან კონფლიქტი აქვს. გარდა ამისა, მისი ჭკუისშემშლელი ხელფასი გუნდში პრობლემებს ქმნის. სწორედ ამიტომ, "ზენიტი” მზადაა ფეხბურთელის გაყიდვის ვარიანტი განიხილოს.

ვარაუდობენ, რომ "ჩელსი” მზადაა ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერისათვის დაახლოებით 35 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოყოს. ჰალკი ლონდონურ გუნდში ფერნანდო ტორესს შეცვლის, რომელიც ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის.

წყარო: Mirror

ნანახია: 372 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: