ლონდონურმა კლუბმა "ნიუკასლთან" შეთანხმებას მიაღწია. ახლა ჯერი ფეხბურთელზეა.
"კაჭკაჭების" თავდამსხმელი დემბა ბა "სენტ ჯეიმს პარკს" დატოვებს, ეს პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია, ასევე ისიცაა გადაწყვეტილი, რომ 27-წლის სენეგალელის ახალი კლუბი ლონდონის "ჩელსი" გახდება.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, ლონდონელები "ნიუკასლის" ხელმძღვანელობას ბას ტრანსფერთან დაკავშირებით შეუთანხმდა, "არისტოკრატები" ფეხბრუთელის სანაცვლოდ 7 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან. სწორედ ამ მიზეზის გამო გამოტოვებს "ნიუკასლის" დღევანდელ მატჩს თავდამსხმელი.
მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ეგიდით დემბამ 13 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე იმყოფება. პირველ ადგილს კი "ემიუს" ჰოლანდიელი ფორვარდი რობინ ვან პერსი იკავებს, რომლის ანგარიშზეც გატანილი 14 გოლია.