10:31 AM “ჩელსი” მზადაა თურანის სანაცვლოდ 24 მლნ ევრო გადაიხადოს | |
![]() "ჩელსიმ” შესაძლოა "ატლეტიკოს” ნახევარმცველი არდა თურანი შეიძინოს. გამოცემა Fanatik-ის ინფორმაციით, თურქი ფეხბურთელის შეძენით ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს "ჩელსის” ჩაიბარებს. "ატლეტიკოს” გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის გაყიდვა არ სურს, თუმცა "არისტოკრატები” მზად არიან თურანის სანაცვლოდ 24 მილიონი ევრო გადაიხადონ, რომელიც ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |