ლონდონის "ჩელსი" მზად არის მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი შეიძინოს, იტყობინება Chelseanews.com
სულ ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "არისტოკრატული" გუნდი ვერ ახანგრძლივებს ხელშეკრულებას ფრენკ ლამპარდთან. ამიტომაც, პრესა ალაპარაკდა იმის თაობაზე, რომ ლონდონელებს შეუძლიათ იყიდონ სამეფო კლუბის გარემარბი რიკარდო კაკა, რომელიც ლამპარდს შეცვლის.
რომან აბრამოვიჩს იმედი აქვს, რომ რახან საკუთარ გუნდში მრავალი ბრაზილიელი თამაშობს, გაუდვილდება კაკას შეძენა. მისი თანამემამულეები, დაეხმარებიან ადვილად გაიარონ ადაპტაცია "პრემიერ ლიგაში".

როგორც მოგეხსენებათ, ბლანკოსმა რიკარდო 2009 წლის ზაფხულში 52 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა კი ესპანური გრანდი იმედოვნებს, რომ ნახევარმცველს 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.
რუს მილიონერს დიდი იმედი აქვს, რომ ბრაზილიელ მოთამაშეს ამ თვის განმავლობაში გაიფორმებს.