12:21 PM
"ჩელსი" მოდრიჩს ლამპარდის შემცვლელად მიიჩნევს



"ჩელსის" ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლუკა მოდრიჩის შეძენას გეგმავს, რომელიც ფრენკ ლამპარდს შეცვლის, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, იტყობინება The Sun.

"ტოტენჰემიდან" წასვლის შემდეგ ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ჟოზე მოურინიოს "რეალში" ვერა და ვერ გაიხსნა და რომან აბრამოვიჩი ამით სარგებლობას აპირებს, რომელიც მზადაა 27-წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს. შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატები" მოდრიჩის გადაბირებას ორი წლის წინათაც ცდილობდნენ, თუმცა მაშინ "ტოტენჰემმა" ზაგრების "დინამოს" ექს-ფეხბურთელის გასხვისება არ მოინდომეს.

მიმდინარე სეზონში "რეალის" შემადგენლობაში მოდრიჩმა ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.
 
ნანახია: 287 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: