12:57 PM
“ჩელსი” კავანის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს



"ნაპოლის” ლიდერი შესაძლოა ლონდონში გადაბარგდეს.

შეგახსენებთ, რამოდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, "მონაკო” "ჩელსის” მთავარი სატრანსფერო მიზნის შეძენასთან ახლოსაა, კერძოდ კი, "ატლეტიკოს” ფორვარდის, რადამელ ფალკაოსი. "ჩელსის” ფალკაოს ხელში ჩაგდების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, თუმცა ამავდროულად "ნაპოლის” ურუგვაელი ფორვარდის ედინსონ კავანის ტრანსფერზე მუშაობს.

არსებული ინფორმაციით, "ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ლონდონში იმყოფებოდა და "ჩელსის” წარმომადგენელთან კავანის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა. ამ ტრანსფერის ფასმა შესაძლოა 40 მილიონი ფუნტი შეადგინოს.

ამავდროულად, დე ლაურენტისი თავისი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის კანდიდატებად "ჩელსის” ორ იტალიელ ლეგენდას ჯანფრანკო ძოლასა და რობერტო დი მატეოს განიხილავს.

ნანახია: 282 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: