11:50 AM “ჩელსი” კავანის სანაცვლოდ ტორესს და 30 მილიონ ევროს იხდის | |
![]() ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი” "ნაპოლის” ორმაგ სარგებელს სთავაზობს ლიდერის სანაცვლოდ. როგორც ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ადრე განაცხადა, კავანის მხოლოდ მაშინ გაყიდიან, თუ მსურველი 63 მილიონ ევროს გადაიხდის. Sky Sport Italia იუწყება, რომ "არისტოკრატები” იტალიელებს 30 მილიონ ევროს და პლუს ამას ფერნანდო ტორესს სთავაზობენ ურუგვაელი ფორვარდის სანაცვლოდ. აქ კიდევ ერთი რამეა გათვლილი. რაფა ბენიტესი უკვე "ნაპოლის” თავკაცია და ესპანელმა სპეციალისტმა შეიძლება თანამემამულს უხმოს გუნდში. წყარო: Sky Sport Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |