11:26 AM
”ჩელსი” ჰალკით კვლავ ინტერესდება


ლონდონის "ჩელსის" კვლავ სურს შეიძინოს სანკტ პეტერბურგის "ზენიტის" ბრაზილიელი თავდამსხმელი, იტყობინება Fussball.ch.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორივე გუნდის წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს ტრანსფერის პირობებთან დაკავშირებით. თუმცა, "არისტოკრატულ" კლუბს არ უნდა გადაიხადოს მოთამაშეში 25 მილიონ ევროზე მეტი.

შეგახსენებთ, რომ ჰალკს რუსებთან მიმდინარე ხელშეკრულება 2017 წელს უსრულდება. "ზენიტმა" ეს ფეხბურთელი, "პორტოსგან" 55 მილიონად გადაიბირა.

მიმდინარე სეზონში, ბრაზილიელმა შემტევმა რუსეთის "პრემიერ ლიგაში" ცხრა შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.
ნანახია: 292 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: