1:24 PM
"ჩელსი" და "მან სიტი" მოდრიჩით დაინტერესდნენ




ნახევარმცველი შესაძლოა "ნისლიან ალბიონზე" დაბრუნდეს.

სულ რაღაც ნახევარი წლის წინ, მადრიდის "რეალმა" ლონდონის "ტოტენჰემიდან" ლუკა მოდრიჩი სოლიდურ თანხად შეიძინა, თუმცა ხორვატმა ფეხბურთელმა ესპანეთში გადაბარგება უკვე არაერთხელ ინანა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა "ბლანკოსის" მაისურით ყველა ტურნირზე უკვე 20 მატჩი ჩაატარა, ნახევარმცველმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" თავისი "ადგილი" მაინც ვერ იპოვა, სწორედ ამიტომ, ესპანურმა გაზეთმა Marca-მ ხორვატი ფეხბურთელის ტრანსფერი 2012 წლის ესპანეთის ყველაზე "გაუმართლებელ" ტრანსფერად შერაცხა.

"ადაპტირება ისეთ კლუბში-გრანდში, როგორიც "რეალია", არც თუ ისე ადვილია",-გამოტყდა ლუკა.

იტყობინებიან, რომ ლონდონის "ჩელსი" მზადაა მოდრიჩი ინგლისში დააბრუნოს. "არისტოკრატები" უკვე წლებია, რაც "ტოტენჰემიდან" ხორვატის გადაბირებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ახლა კი, როდესაც მომდევნო ზაფხულს ფრენკ ლამპარდი კლუბს დატოვებს და ლუკა მოდრიჩი თავის ახლანდელ კლუბში ვერ ბრწყინავს, სავსებით შესაძლებელია მადრიდელების ფეხბურთელი "ნისლიან ალბიონზე" დაბრუნდეს. ხორვატის გადაბირებაში "ჩელსის" ხელს კიდევ ერთი ინგლისური კლუბი "მანჩესტერ სიტი" შეუშლის, რომელსაც გუნდის კიდევ ერთი ვარსკვლავით შევსება სურს და მზად არიას მოდრიჩის სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადოს.
 
ნანახია: 298 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: