10:13 PM “ჩელსი”: 24 საათი კავანის გასაფორმებლად | |
![]() "არისტოკრატული” კლუბის ხელმძღვანელობის გეგმაა, რაც შეიძლება მალე გადაიბირონ, ურუგვაის ერონული ნაკრების მოთამაშე. ხვალ, ლონდონური კლუბის წარმომადგენლობა ნეაპოლიტანელებთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, რათა კავანის ტრანსფერის თაობაზე, შეთანხმებას მიაღწიონ. ჟოზე მოურინიოს მისი გადაბირება, რაც შეიძლება სწრაფად სჭირდება, რადგან მას სურს, რომ ედინსონი ამხანაგური შეხვედრებისთვის მის განკარგულებაში იყოს. მოგეხსენებათ, "ჩელსი” რადამელ ფალკაო გარსიასა და რობერტ ლევანდოვსკისთვის ბრძოლას გამოეთიშა. კოლუმბიელმა ამბიციურ "მონაკოში” გადასვლა არჩია, ხოლო პოლონელის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამიტომაც, ახლა კავანი "ლურჯების” ერთადერთი ნუგეშია, რომლის შეძენასაც, ისინი მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეეცდებიან. ნავარაუდევია, რომ რომან აბრამოვიჩი მზადაა ურუგვაელი გოლეადორის სანაცვლოდ, 53 მილიონი ევრო გადაიხადოს. ეს ათი მილიონით ნაკლებია იმ თანხასთან შედარებით, რომელიც ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტშია გათვალისწინებული. "ჩელსის” მადრიდის "რეალისა” და "მანჩესტერ სიტისთვის”, კონკურენციის გაწევა მოუწევს, რომლებიც სამხრეთ ამერიკელის შეძენით, ასევე არიან დაინტერესებულნი. თუმცა, ლონდონელებს თავიანთი კოზირი აქვთ: მათ გუნდში ფერნანდო ტორესია, რომელიც მოურინიოს გეგმებში არ შედის. რაფა ბენიტესი, რომელიც მომდევნო სეზონიდან "ნაპოლის” ჩაიბარებს, ყოველთვის იყო ნიჭიერი თანამემამულის გულშემატკივარი, რომელთან ერთადაც მას "ლივერპულსა” და "ჩელსიში” უმუშავია. იგი მოხარული დარჩება, თუკი მის ახალ გუნდში ფერნანდო ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ტორესი და კავანი ამჟამად ბრაზილიაში იმყოფებიან, სადაც ისინი თავიანთი სამშობლოების ღირსებას, კონფედერაციის თასზე იცავენ. ევროპაში, კი მათი ბედი წყდება. წყარო: Mirror | |
|
სულ კომენტარები: 0 | |