9:00 PM ჩეხი ზეწოლას გრძნობს | |
![]() ლონდონის "ჩელსის” ჩეხმა კიპერმა, პიტერ ჩეხმა თავისი მოსაზრებები გააზიარა სეზონის დარჩენილ მატჩებთან დაკავშირებით. "ჩელსი აგრძელებს ბრძოლას ყველა ფრონტზე. ვგრძნობთ, რომ ევროპა ლიგაზე ჩვენს მიმართ დიდი ზეწოლა ხორციელდება, რადგან ფანების აზრით ჩვენი ამ ტურნირზე ასპარეზობა სამარცხვინოა”. "სეზონის ბოლოს დაიძაბა ყველაზე მეტად სიტუაცია. ჩვენ ვბრძოლობთ ოთხეულისთვის, ამიტომ ყველა მატჩი მოგებას საჭიროებს”-აცხადებს ჩეხი. შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ჩელსი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს, და მე-5 ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს” მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.ხუთშაბათს, "არისტოკრატებს” ევროპა ლიგის 1/2 ფინალში "ბაზელთან” შერკინება მოუწევთ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |