11:50 AM ჩავი - ჯარიმების ოსტატი გასვლით მატჩებში | |
![]() ლა ლიგის მე-11 ტურში "მალიორკასთან" მატჩში (2:4), ჩავი ერნანდესმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით თავისი 76-ე გოლი გაიტანა, მე-4 გოლი ამ სეზონში და მე-10 ჯარიმა მთლიანი კარიერის მანძილზე "ბარსელონას" პირველ გუნდში. საინტერესოა, რომ ცხრა გოლ ი ათიდან გატანილია არა "კამპ ნოუზე" არამედ მეტოქის მოედნებზე. ჩავი ჯარიმების სპეციალისტია - გასვლით მატჩებში.
პირველი გოლი "სან სებასტიანზე"
პირველი ჯარიმა ჩავიმ 2001 წლის 29 სექტემბერს გაიტანა. ეს მოხდა ლა ლიგის მე-5 ტურში "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ. მისმა საჯარიმო გოლმა ანგარიში 0:2 გახადა და "ლურჯ-ბროწეულისფრებს" საბოლოო გამარჯვება მოუტანა. იმავე სეზონში მან გაიტანა მეორე და უკანასკნელი ჯარიმა "კამპ ნოუზე". ეს მატჩიც (0:2) დასრულდა "ესპანიოლის" წინააღმდეგ.
რონალდინიოს ჩრდილში
2002 - 2008 წლებში ჩავიმ მხოლოდ ორჯერ დაამწუხრა მეტოქე საჯარიმო დარტყმით. ეს ორი გოლი შედგა ბეძნული "პანიონიოსის" მოედანზე (0:3) და "კოლიზეუმ ალფონსო პერესზე", "ხეტაფეს" წინააღმდეგ (1:1). უეფას თასისა და ლა ლიგის მატჩზე ორივე გოლი შემთხვევით გავიდა, რადგან არცერთ შემთხვევაში მოედანზე არ იმყოფებოდა რონალდინიო - საუკეთესო საჯარიმო შემსრულებელი მსოფლიოს იმ ეპოქაში.
კიდევ 6 გადამწყვეტი გოლი
სწორედ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მოახერხა თავისი ნიჭის გამოვლენა საჯარიმო დარტყმებში. მაგრამ ამავდროულად მისმა უკანასკნელმა ექვსმა საჯარიმომ გადამწყვეტი როლი ითამაშა. მან გახსნა ანგარიში გასვლით მატჩში "მალაგას" წინააღმდეგ (1:4) 2008-2009 წლების სეზონში. "გრანადას" მოედანზე (0:1) და "სევილიას" წინააღმდეგ 2011-2012 წლების სეზონში, ასევე პრიმერას უკანასკნელ ტურში "მალიორკას" წინააღმდეგ (2:4). ასევე გასახსენებელია გოლი, რომელიც კოპა დელ რეის ფინალში გამარჯვება გაუმყარა გუნდს "ატლეტიკთან" (1:4), ასევე "ვილიარეალთან" 2009-2010 წლების სეზონში, რომელმაც "ბარსა" ლა ლიგის ჩემპიონობას მიუახლოვა 99 ქულით.
ჩავის საჯარიმო გოლები
2001-2002 წლის სეზონი ლა ლიგა. მე-5 ტური. "რეალ სოსიედადი" - "ბარსელონა" (0:2) ლა ლიგა. 37-ე ტური. "ბარსელონა" - "ესპანიოლი" (2:0)
2003-2004 წლის სეზონი უეფას თასი. 1/32. "პანიონიოსი" - "ბარსელონა" (0:3)
2006-2007 წლის სეზონი ლა ლიგა. მე-17 ტური. "ხეტაფე" - "ბარსელონა" (1:1)
2008-2009 წლის სეზონი ლა ლიგა. მე-9 ტური. "მალაგა" - "ბარსელონა" (1:4) კოპა დელ რეი. ფინალი. "ატლეტიკი" - "ბარსელონა" (1:4)
2009-2010 წლის სეზონი
2011-2012 წლის სეზონი ლა ლიგა. მე-9 ტური. "გრანადა" - "ბარსელონა" (0:1) ლა ლიგა. 27-ე ტური. "სევილია" - "ბარსელონა" (0:2)
2012-2013 წლის სეზონი ლა ლიგა. მე-11 ტური. "მალიორკა" - "ბარსელონა" (2:4) | |
|
სულ კომენტარები: 0 | |