ძალიან ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ვეღარ ახერხებს სასურველი ფორმის დაბრუნებას და იმ თამაშის ჩვენებას, როგორსაც მათგან ვიყავით მიჩვეულნი, რაც ჩემთვის
პირადად და ზოგადად ფეხბურთისთვის მეტად სამწუხარო ფაქტია. საკმარისია ჩამოვთვალო ფეხბურთელების სახელები, რომ ყველასათვის ნათელი გახდება ის ფაქტი თუ რამდენი იზარალა საფეხბურთო სამყარომ მათი არასასურველი საფეხბურთო ფორმის გამო. ფეხბურთის ბრაზილიელი ჯადოქარი რონალდინიო, რომელიც ბარსელონას ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს წარმოადგენს ვერაფრით ახერხებდა და ახერხებს იმ თამაშის ჩვენებას, როგორითაც სრულიად საფეხბურთო სამყაროს განაცვიფრებდა 4-5 წლის წინ.
ასევე იყო ანდრეი შევჩენკოს ჩამქრალი ვარსკვლავი, რომელიც მისმა ტრანსფერმა მილანიდან ჩელსიში გამოიწვია. კარგად მახსოვს ის პერიოდი როდესაც ყველა შევჩენკოს მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, მან ნისლიან ალბიონზე ვერაფრით მოიკიდა ფეხი და შესაბამისად მისმა კარიერამ უდიდესი უკუსვლა განიცადა, არადა მილანში ყველა დროის საუკეთესო მილანელ მეგოლედ გვეგულებოდა გუნარ ნორდალთან ერთად.

მილანიდან სხვა გუნდში გადასვლით შეფერხდა და მიიჩქმალა 2007 წლის საუკეთესო ფეხბურთელის კარიერაც, რიკარდო კაკამ მადრიდის რეალში ვერაფრით მოახერხა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება, გასაგებია რეალში დიდი კონკურენცია იყო ყოველთვის და ასეა ამჯერადაც, მაგრამ კაკას ეს არ უნდა შეხებოდა, თუმცა ბრაზილიელზე უფრო მეტად რეალში მესუთ იოზილს ენდობიან და ისიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასეა თუ ისეა უმკლავდება.

ფერნანდო ტორესი კი ცალკე თემაა, ადამიანი, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელს წარმოადგენდა, ატლეტიკო მადრიდისა და ლივერპულის მეტოქეთა კარს დაულაშქრავს არ ტოვებდა დღეს საყოველთაოდ აღიარებულია იუმორის უკვდავ გმირად. ჩელსისი მისი ტრანსფერი ნამდვილად კატასტროფული შედეგით ფიქსირდება პირადად ტორესის თამაშის ხარისხზე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის თასთან ჩახუტებაში ამას თავად ფერნანდოსთვის ხელი არ შეუშლია, არც ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობა უთაკილებია და ესპანელთა ზედიზედ მეორედ, კონტინენტის პირველობაზე გამარჯვებასაც ღირსეულად ზეიმობდა. რონალდინიო, ტორესი, შევჩენკო, კაკა ეს იმ ფეხბურთელთა არასრული სიაა, რომლებიც ერთ დროს ციდან ვარსკვლავებს წყვიტავდნენ, პირადად წყვეტდნენ ამა თუ იმ მატჩის შედეგს, თუმცა მათი კარიერის პიკმა მალევე ჩაანაცვლა არასტაბილური და კრიზისული ეპიზოდები, მაგრამ ისინი კვლავაც რჩებიან მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს წარმომადგენლებად და თუ რონალდინიოს და შევჩენკოს უკვე ასაკმა უწია, მათზე ცოტატი ახალგაზრდა კაკას და ფერნანდო ტორესს ძველებური ფორმის აღდგენა ვუსურვოთ. ნამდვილად ყელშია უკვე ტორესის გმობა და ფალკაოსთან, თუ სხვა რომელიმე თავდამსხმელთან მისი შედარება, არ ვარ ტორესის გულშემატკივარი, მაგრამ მე ფეხბურთი მიყვარს და მინდა ეს ერთ დროს შესანიშნავად მოასპარეზე ესპანელი კვლავინდებურად გაბრწყინებული ვიხილო.