11:45 AM ბუსკეტსმა "სიტის" ინტერესი უარყო | |
![]() კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი ინგლისურ კლუბში გადასვლას არ გეგმავს. იტყობინება გავლენიანი გამოცემა Goal.
უახლოეს წარსულში დადიოდა ჭორები, თითქოს ინგლისური "მანჩესტერ სიტი" ბუსკეტსის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა და მისი გადაბირება სურდა. ამ თემაზე ახლა თავად ფეხბურთელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს.
"მე არ ვიცი, იყვნენ თუ არა კლუბში "სიტის" წარმომადგენლები მოსული ან ჩემს აგენტთან, მაგრამ მე ამ მომენტისთვის აწმყოთი ვცხოვრობ. დღეს მე "ბარსელონას" ფეხბურთელი ვარ. ვიმედოვნებ და მსურს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობაში კიდევ უამრავი წლის განმავლობაში ვითამაშო, ამავდროულად მე არ შემიძლია დაზუსტებით ვთქვა თუ რა მოხდება მომავალში." - განაცხადა ბუსკეტსმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |