7:45 PM ბუფონი: “ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ყველანი ვოცნებობთ” | |
![]() ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსის” დავალებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, დღეს, "ბებერი ქალბატონი” ევროსეზონს "კოპენჰაგენთან” გასამართი მატჩით გახსნის. "ძალიან მაინტერესებს, შევძლებთ თუ არა იმაზე უკეთესად ასპარეზობას, ვიდრე გასულ სეზონში, – აცხადებს ბუფონი. – ჩემპიონთა ლიგის მოგება კლუბის ყველა ფეხბურთელის, პერსონალისა და გულშემატკივრების ოცნებაა”. "ამ ზაფხულს, ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერებაზე იმუშავა, მაგრამ, ახლა, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ფეხბურთელებმა მოედანზე უნდა დაამტკიცონ, რომ საუკეთესონი არიან”. წყარო: Football Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |