1:26 PM
ბუონანოტე "პალერმოში" გადავა



"მალაგას" ნახევარმცველი კლუბს იანვარში შეიცვლის.

ორი წლის წინ ნახევარმცველი დიეგო ბუონანოტე "მალაგაში" არგენტინული "რივერ პლეიტიდან" გადავიდა და ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მოაზრებოდა, თუმცა მან ესპანური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერა და ვერ დაიკავა.

ახლა, თავად ბუონანოტეს სიტყვებით მის მიმართ ინტერესს რამოდენიმე ესპანური და მექსიკური კლუბი იჩენს, ასევე იტალიური "პალერმოც", რომელსაც, გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "მალაგა" ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე შეუთანხმდა.

"პალერმოს" ინტერესმა მე დიდი ენთუზიაზმი შემძინა. ახლა ვაკვირდები იმას, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლუბებს შორის და საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდები. მე რამოდენიმე ესპანური და მექსიკური კლუბებიდან მაქვს შემოთავაზებები, ასევე "პალერმოსგანაც". მზად ვარ, ისეთ ძლიერ ჩემპიონატში მოვსინჯო ძალები, როგორიც იტალიური სერია აა",-განაცხადა ბუონანოტემ.

"მე ძალიან კარგად ვიცი ვინ არის ხავიერ პასტორე და მის "პალერმოში" მოღვაწეობაზე ბევრი მსმენია. გარდა ამისა, კლუბის სპორტულ დირექტორთან პიეტრო ლო მონაკოსთან მოლაპარაკებები უკვე გავმართე, რომელიც მე დიდად მაფასებს და აცხადებს, რომ გუნდისთვის საჭირო ფიგურა შემიძლია გავხდე. "პალერმოში" თამაშით ძალიან დიდ გამოცდილებას შევიძენ საფეხბურთო კარიერაში",-დაასრულა ბუონანოტემ.
 
ნანახია: 259 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: