10:13 AM
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “შალკე” (1) – “გალათასარაი” (1)



12 მარტი, სამშაბათი
სტადიონი "ფელტინს-არენა”, 23:45 საათი
არბიტრი: იონას ერიქსენი (შვედეთი)
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გთავაზობთ ჩვენი საიტი: LIVETV.RU

"შალკემ” სტამბულში მისაღებ შედეგს მიაღწია და სწორედ ამიტომ ითვლება დღევანდელი მატჩის წინ ამ წყვილის ფავორიტად.

თუმცა შაბათს "ბორუსიას” წინააღმდეგ გამართულ დერბიში, რომლის მოგებაც გელზერკირხენელებმა მოახერხეს, გუნდმა კლას-იან ჰუნტელაარი დაკარგა, რაც ძალიან ნეგატიურია. რა თქმა უნდა, გოლის გატანა – კელერის ბიჭების უმთავრესი დავალება არაა, რადგან ამაზე მთავარი კარის მშრალად შენახვაა. თუმცა დაცვის ხაზშიც აქვს საკადრო პრობლემები "შალკეს” – ვერ ითამაშებს პაპადოპულოსი. გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ჯერმეინ ჯონსიც, რომელიც დისკვალიფიცირებულია.

ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ "გალათასარაის” მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა – როგორებიც მელო და დროგბა არიან – ერთი მიზეზის გამო არ ითამაშეს "გენჩლერბრიგის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რადგან დასვენება დასჭირდათ.

სავარაუდო შემადგენლობები

"შალკე” 

ჰილდებრანდი – უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი – ნოიშტადტერი, ჰოგერი – ფარფანი, დრაქსლერი, ბასტოსი – პუკი

"გალათასარაი” 

მუსლერა – საბრი, სემიჰი, ნუნკო, რიერა – ალტინტოპი, მელო, ინანი, სნეიდერი – ილმაზი, დროგბა

ტრავმირებულნი: ჰუნტელაარი, აფელაი, პაპადოპულოსი, უნერშტალი, მარიკა, მორიტცი – ელმანდერი

დისკვალიფიცირებულნი: ჯონსი ("შალკე”)

დისკვალიფიკაციის ზღვარზე: ჰოგერი, მატიპი – ინანი, ილმაზი, ამრაბატი, რიერა, ნუნკო

საინტერესო ფაქტები

• ევროთასებზე "შალკე” ათიდან მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოეთიშა გათამაშებას, სტუმრად ფრედ თამაშის შემდეგ. უეფას თასის 2004/05 წლების გათამაშებაში იგი "შახტარმა” (1:1, 0:1) გამოაგდო, 2002/03 წლების კვლავ უეფას თასის გათამაშებაში კი იგი ტიტულისთვის ბრძოლას "ვისლამ” (1:1, 1:4) გამოთიშა;

• "გალათასარაიმ” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ორი გასვლითი შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე "კლუჟისა” და "ბრაგას” წინააღმდეგ მოიგო, რისი წყალობითაც პლეი-ოფში გააღწია;

• ევროთასებზე "გალათასარაი” ათიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გავიდა შემდგომ ეტაპზე, შინ გამართული პირველი შეხვედის ფრედ დასრულების შემდეგ. 2010/11 წლების ევროპის ლიგის გათამაშებაში "გალამ” შინ "OFC”-სთან 2:2 ითამაშა, სტუმრად კი 5:1 გაიმარჯვა;

• "შალკე” ერთ-ერთია იმ 3 გუნდიდან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში არ წაუგია;

ნანახია: 246 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: