10:14 AM ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “ბარსელონა” (0) – “მილანი” (2) | |
![]() 12 მარტი, სამშაბათი პირველი მატჩი მოულოდნელი შედეგით დასრულდა, ახლა კი "ბარსელონას” რთული დავალება აქვს გადასაჭრელი – 0:2-ის აღმოფხვრა. "ბარსელონას” პირველი შეხვედრის წაგების შემდეგ ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაზე შემდგომ ეტაპზე გასვლა უჭირს – "ინტერის” წინააღმდეგ (2011 წელი) და "ჩელსის” წინააღმდეგ (2012) იგი დამარცხდა, ხოლო "არსენალი” (2011) პირველი შეხვედრაში მარცხის შემდეგ შეძლო და ტურნირს გამოთიშა. თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა – "ბარსელონას” ისტორია გვარდიოლას მეთაურობით. არ შეიძლება ის დრო ახლანდელს შევადაროთ, როდესაც ვილანოვა გუნდს ოკეანის გაღმიდან უძღვება, როურა კი ცდილობს მის შეზღუდულ სამწვრთნელო შესაძლებლობებს გაუმკლავდეს. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ასეთ გუნდს ასეთი მწვრთნელი (ასისტენტი) არ უნდა ჰყავდეს. რა თქმა უნდა, ვინც ფიქრობს, რომ "ბარსას” ანგარიშის სწრაფად გახსნა სჭირდება, მართალია. აი რაც შეეხება "მილანს”, ეს გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. "როსონერი” ჯერჯერობით მიმდინარე წლის დასაწყისში "იუვენტუსთან” მეოთხედფინალში განცდილი მარცხის შემდეგ ერთხელაც არ დამარცხებულა. გასულ კვირაში ალეგრის გუნდმა სტუმრად "ჯენოასთან” შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება – 2:0. "ბარსამაც” იგივე ანგარიშით დაამარცხა შინ "დეპორტივო”. როდესაც გუნდის ძირითადი შემადგენლობის რამოდენიმე ფეხბურთელი სამწვრთნელო შტაბმა დაასვენა, მესისა და ინიესტას ჩათვლით, რომლებიც მეორე ტაიმში მოედანზე შევიდნენ. არგენტინელს კი მატჩი უგოლოდ არ დაუსრულებია. ხავიმ გამონჯამრთელება მოასწრო და დიდი ალბათობით დღეს სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინება. "მილანს” კი საკადრო პრობლემა აწუხებს ტრავმის მხრივ – ჯამპაოლო პაცინის მიკრო-მოტეხილობა აწუხებს და ბარსელონაში არც კი ჩაფრენილა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ "ჯენოას” კარში გოლი გაეტანა. ეს დიდი დანაკლისია, გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ვერ ითამაშებს მარიო ბალოტელი, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე "სიტის” მაისურით უკვე ნათამაშები აქვს. ასე რომ, დღეს მწვანე მინდორზე იმ ფეხბურთელებს ვერ ვიხილავთ, რომლებმაც გენუაში თავიანთ გუნდს გამარჯვება მოუტანეს. სავარაუდო შემადგენლობები "ბარსელონა” ვალდესი – ალვეში, პიკე, პუიოლი, ალბა – ბუსკეტსი, ხავი, ინიესტა – პედრო, მესი, სანჩესი "მილანი” აბიატი – აბატე, საპატა, მექსე, კონსტანტი – მონტოლივო, ამბროზინი, მუნტარი – ბოატენგი, ნიანგი, ელ შაარავი ტრავმირებულნი: დე იონგი, პაცინი (ორივე – "მილანი”) კითხვის ნიშნის ქვეშ: ხავი – მექსესი, ანტონინი დისკვალიფიცირებულნი: არავინ დისკვალიფიკაციის ზღვარზე: მასკერანო, სონგი, პედრო, ადრიანო – მონტოლივო, ბონერა, ფლამინი საინტერესო ფაქტები • "ბარსელონა” საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ბოლო 19 შეხვედრაა, რაც დაუმარცხებელია. მოიგო 15-ჯერ, 3-ჯერ ფრედ ითამაშა, ხოლო ერთხელ ყაზანის "რუბინის” წინააღმდეგ, 2009 წლის ოქტომბერში, ანგარიშით 1-2 წააგო; • "ბარსამ” ევროპულ ტურნირში, მოიგო 11, თავისი 24 ისეთი მატჩიდან, როდესაც ის გასვლაზე რაიმე კლუბთან დამარცხდა. თუმცა, ისტორიაში არ არსებობს ისეთი გუნდი, რომელიც პირველ შეხვედრაში 2-0 დამარცხდა და საპასუხო თამაშში წარმატების მიღწევა შეძლო; • ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 გათამაშებაში, "ბარსელონა” 1/2-ფინალში გასვლას ახერხებდა. უკანასკნელად, როდესაც კატალონიელებმა ფლეი ოფის ბოლოს ეტაპამდე ვერ მიაღწიეს, ისინი გათამაშებას 1/8-ფინალში გამოეთიშნენ; • ლიონელ მესის, სჭირდება ერთი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, რომ დაამხოს ვან ნისტელროის რეკორდი. მოგეხსენებათ, ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მთელი თავისი კარიერის მანძილზე, ამ ევროტურნირზე ჯამში 56 ბურთი გაიტანა. ასევე 56 გოლი აქვს არგენტინელსაც გატანილი, რომელიც ამ რეკორდის მოხსნის შემთხვევაში, ამ სტატისტიკაში მეორე პოზიციას დაიკავებს, რომელსაც რაულ გონსალესი ლიდერობს; • ჩემპიონთა ლიგაზე, "ბარსელონამ” გოლის გატანა ზედიზედ 2 თამაშში ვერ მოახერხა, რაც 2008 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოხდა; • მიმდინარე გათამაშებაში, "ბარსელონამ” 5910 გადაცემა გააკეთა, ხოლო "მილანმა” – 2196; • "მილანი” მიმდინარე იტალიის ჩემპიონატის სეზონში საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია. მოიგეს შვიდჯერ, ხოლო სამჯერ ფრედ ითამაშეს; • "როსონერი” მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის სეზონში, ესპანეთში ერთხელ უკვე დამარცხდა. ეს ჯგუფურ ეტაპზე, "მალაგას” წინააღმდეგ თამაშის დროს მოხდა; • "მილანისთვის” ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, ესპანურ გუნდებთან მოპოვებული უპირატესობის განიავება უცხო არაა. 2003-04 წლების სეზონში, "დეპორტივოსთან” გამართული 1/4-ფინალის პირველი მატჩში იტალიელებმა 4:1 მოიგეს, ხოლო ლა კორუნიაში 0:4 წააგეს; • ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, სტუმრად ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან ოთხში, "მილანმა” მინიმუმ 3 გოლი გაუშვა; • "მილანს” კარი მშრალად ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 გასვლით შეხვედრაში არ შეუნახავს; • ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, "მილანს” სტუმრად 2007-წლის შემდეგ არ მოუგია; | |
|
სულ კომენტარები: 0 | |