9:22 PM ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “ბაიერნი” – “ბარსელონა” (პრევიუ) | |
![]() სამშაბათი, მიუნხენი დღეს ღამით "ალიანც არენაზე” მიუნხენის "ბაიერნი” კატალონიის "ბარსელონას” დაუპირისპირდება. ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რამდენი რამ დევს სასწორზე და იმაზეც, რომ წინ დრამატული, უმაღლესი დონის შეხვედრა გველის. ერთმანეთის წინაშე წარსდგება ორი უდიდესი ისტორიის გუნდი, რომლებსაც არამარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში აქვთ გავარდნილი სახელი. "ბაიერნმა” ცოტა ხნის წინ გერმანიის ჩემპიონობა გაინაღდა, თუმცა ბავარიელები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და ,არც მეტი არც ნაკლები, ჩემპიონთა ლიგას უმიზნებენ. ბოლო ტურში გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე გუნდმა 6:1 გაანადგურა "ჰანოვერი”. იმ მატჩში შვაინშტაიგერს მონაწილეობა არ მიუღია. გერმანელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლოემები ჰქონდა და მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე გადაწყდა, რომ "ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი "ბარსას” წინააღმდეგ მინდორზე გასვლას შეძლებს. შემადგენლობის უძლიერესობას მხოლოდ მანჯუკიჩის დისკვალიფიკაცია არღვევს. სამაგიეროდ "ჰანოვერთან” კარგად გაივარჯიშეს გომესმა და პიზარომ- მათ ორ-ორი გოლი გაიტანეს, პიზარომ კი ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ასე რომ, იუპ ჰეინკესს სანერვიულო სულაც არ აქვს ხორავტ ფორვარდზე. ისე კი, დღეს პირველივე წუთიდან გომესის გამოჩენას ველით- "ბაიერნი” მეტოქეს საბრზოლო შემადგენლობით ხვდება. "ბარსაში” ერთადერთი საფიქრალი ლეო მესია. არგენტინელმა "პსჟ”-სთან პირველ მეოთხეფინალურ მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც ბოლო დროს ნორმალურად არ უთამაშია. თუმცა, რასაკვირველია, დღეს მესის ვიხილავთ. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ტიტო ვილანოვა მას სწორედ ამ შეხვედრისთვის ასვენებდა. მეორე მთავარი შეკითხვა დაცვის ცენტრში პიკეს მეწყვიოლეს ეხება. კარლეს პუიოლი და მაშერანო ტრავმირებულები არიან. ადრიანომ "პარი სენ ჟერმენთან” დისკვალიფიკაცია "გამოიმუშავა”. ესპანური პრესა, ალბათ ლოგიკურადაც, დაცვის ცენტრში აბიდალის სავარაუდო ადგილს განიხილავს. ერიკმა ურთულესი დრო გამოიარა, თუმცა მოედანს უკვე დაუბრუნდა და , სხვათა შორის, საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა. თუმცა ასე უცებ ამ დონის მატჩში ფრანგის ჩართვა მაინც საეჭვოა. სავარაუდო შემადგენლობები: "ბაიერნი” : ნოიერი— ლამი, ვან ბიუტენი, დანტე, ალაბა— ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი — რობენი, მიულერი, რიბერი — გომესი "ბარსელონა”: ვალდესი— ალვეში, პიკე, ბარტრა, ალაბათ — ბუსკეტსი, ხავი, ინიესტა— სანჩესი, მესი, პედრო. ტრავმირებულები: ბადშტუბერი, კროოსი — მესი(საეჭვოა), პუიოლი, მაშერანო დისკვალიფიცირებულნი: მანჯუკიჩი- ადრიანო დიოსკვალიფიკაციის საფრთხე ემუქრებათ: დანტე, ლუის გუსტავო, ლამი — ალბა, პიკე, სონგი. საინტერესო ფაქტები: * "ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე 20-ჯერ მიიღო ესპანური გუნდი და მხოლოდ ერთხელ დამარცხა. 2002/03 წლების სეზონში მიუნხენში წარმატებას "დეპორტივომ” მიაღწია. * "ბარსელონას” ზედიზედ 8 მატჩია არ წაუგია გერმანიაში. * ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2008/09 წლების 1/4 ფინალში დაუპირისპირდნენ. მაშინ "ალიანც არენაზე” ფრე, 1:1 დაფიქსირდა, შინ კი "ბარსამ” "ბაიერნს” 5:1 მოუგო. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |