6:39 PM
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: "ვალენსია" - "პსჟ"



სამშაბათი
ვალენსია, სტადიონი "მესტალია"
დრო: 23:45 წთ
არბიტრი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)
პირდაპირი რეპორტაჯი: LIVETV.RU

ამ წყვილში საინტერესო ისაა, რომ არც ერთი მათგანი არ განიხილება, როგორც ფავორიტი. ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა გველის. შანსები 50 50-ზეა.

ერნესტო ვალვარდე ჯერ "ვალენსიაში" ახალ მოსულია. შეუძლებელია დეკემბრიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე გუნდის სრულფასოვნად შესწავლა. ჯერ ისევ რთულია კონკრეტულ ადგილას კონკრეტულ მოთამაშეზე გადაწყვეტილების მიღება. პირველ რიგში ეს ტინო კოსტას პარტნიორს ეხება მოედნის ცენტრში. რამდენჯერმე აღნიშნულ პოზიციაზე ნომინალურად ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ რუისმა ითამაშა. დღესაც ექსპერტები მის გამოჩენას ელიან მწვანე მინდორზე პირველივე წუთიდან, და არა ალბელდას ან ახლადტრავმამოშუშებულ პარეხოს. ვალენსიელებს დაცვის ფლანგებზე აქვთ დანაკარგი: ბარაგანი "ბაიერნთან" მატჩში გააძევეს, მარჯვნივ ჟოაუ პერეირა დადგება, ხოლო მარცხნივ მექსიკელი გუარდადო ითამაშებს. ამ უკანასკნელს ნამდვილად აქვს უკანა ხაზში თამაშის საკმაო გამოცდილება.

ბოლო დროს შეტევაში ვალვარდეს არაერთი ვარიანტი ჰქონდა. ერთი რამ, რაც შეგვიძლია, გადაჭრით ვთქვათ, ისაა, რომ მოედანზე გავლევ სოლდადო და ბანეგა. ფლანგებზე დიდი ალბათობით ფეგული და ჯონასი განლაგდებიან. 

ესპანელები ამ სეზონში არც ისე დამაჯერებლად ასპარეზობენ. გარკვეული პრობლემები ჰქონდათ ფრანგებსაც, თუმცა მათ ბოლო ოფიციალური მატჩი პირველ დეკემბერს წააგეს და მას მერე შესაძლო 27-დან 25 ქულას მოუყარეს თავი ლიგა 1-ში. 

ძნელია პარიზელთა შემადგენლობის გამოცნობაც. უეჭველია, რომ იბრაჰიმოვიჩი მოედანზე იქნება. სავარაუდოდ მას ლუკასი უნდა შეუწყვილდეს. 

კარლო ანჩელოტის განკარგულებაში არ იქნებიან ტრავმირებული ტიაგო სილვა და მოტა. დღეს ვერ ითამაშებს ვერც ახლადგადმოსული ბექჰემი, ვინაიდან მას ჯერაც არ აუკრეფავს საჭირო ფორმა, არადა ლეგენდარული ინგლისელის გამოჩენას ყველა ელის. სამაგიეროდ ბოლოს და ბოლოს დაცვის ცენტრში ვიხილავთ ალექსი-სახოს დუეტს. 

სავარაუდო შემადგენლობები: 

"ვალენსია" : გუაიტა- ჟოაუ პერეირა, რამი, რიკარდუ კოშტა, გუარდადო- ვიქტორ რუისი, ტინო კოშტა- ფეგული, ბანეგა, ჟონასი - სოლდადო.

"პსჟ": სირიგუ- ჟალე, ალექსი, სახო, მაქსველი- ვერატი, მატუიდი- პასტორე, ლავესი - ლუკასი, იბრაჰიმოვიჩი.

ტრავმირებულები: სისოკო, მატიე- ტიაგო სილვა, მოტა, ბექჰემი(სუსტი ფიზიკური კონდინციები)

დისკვალიფიკაცია: ბარაგანი(ვალენსია)

საინტერესო ფაქტები: 

- აი, უკვე 17 მატჩია, რაც "ვალენსიას" ფრანგულ კლუბებთან არ წაუგია. 
- "ღამურებმა" სახლში ჩატარებული ყველა, რვავე მატჩი მოიგეს. 
- "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გუნდია 6 მატჩში 5 მოგებით.
 
ნანახია: 282 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: