6:41 PM
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: "სელტიკი" - "იუვენტუსი"


გლაზგო, სტადიონი "სელტიკ პარკი"
დრო: 23:45 წუთი
მსაჯი: უნდიანო მალენკო (ესპანეთი)
პირდაპირი რეპორტაჯი: LIVETV.RU

ერთი შეხედვით ჩანს, რომ ამ წყვილის ფავორიტი გამოკვეთილია, თუმცა "სელტიკმა" არაერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ სახლში ძალიან კარგად თამაშობს, თუნდაც მაშინ, რომცა ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონა" გაუშვა კუდამოძუებული სახლში. აღსანიშნავია ისიც, რომ "კელტებს" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში არც ერთი მატჩი არ წაუგიათ "სელტიკ პარკზე".

შიდა ჩემპიონატში უახლოეს მდევრებთან საგრძნობი უპირატესობის გამო, შოტლანდიელებს შეუძლიათ, მთელი ყურადღება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს დაუთმონ და მერვედფინალის პირველ მატჩში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ. თავის მხრივ, "იუვენტუსიც" მყარად დგას ფეხზე. "ფიორენტინასთან" ცოტა ხნის წინ დამაჯერებელმა გამარჯვებამ კვლავ დაადასტურა, რომ სერია ა-ში "ბებერი სინიორას" გადასწრება ურთულესი ამოცანა იქნება.

რაც შეეხება გუნდების მატჩისწინა პრობლემებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სამარასის თამაში. "იუვეს" დე ჩელიე და კიელინი ვერ დაეხმარებიან. მოედანზე დაბრუნებას არ უწინასწარეტყველებენ ასამოასაც, რადგან ამ უკანასკნელმა განის ეროვნული ნაკრების რიგებში მომქანცველი აფრიკის თასი განვლო. 

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მატჩის წინ სტატისტიკაც "სელტიკის" მხარესაა. "კელტებს" ზედიზედ 8 მატჩია არ წაუგიათ იტალიურ გუნდებთან შინაურ კედლებში. ხოლო "იუვემ" მხოლოდ ერთხელ იმარჯვა შოტლანდიაში გამართული მატჩიდან. 

რა შეიძლება ითქვას დამატებით? მატჩი მართლაც დაძაბული უნდა გამოვიდეს. "სელტიკი" გულშემატკივრის თვალწინ შეეცდება წარმატების მიღწევას, "იუვენტუსი" კი ეცდება, არ გაუშვას გოლი, რათა ყველაფერი ტურინში გადაწყვიტოს. ტურინში, სადაც ფავორიტი მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი იქნება!!!

სავარაუდო შემადგენლობები: 

"სელტიკი": ფორტსტერი, მეთიუზი, ლუსტიგი, უილსონი, ისაგირე, ბრაუნი, ვანიამა, მალგრიუ, სამარასი, კუპერი, ფორესტი.

"იუვენტუსი": ბუფონი, ბონუჩი, ბარცალი, კასერესი, პირლო, ლიხტშტაინერი, მარკიზიო, ვიდალი, პოგბა, ვუჩინიჩი, ჯოვინკო.
 
ნანახია: 229 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: