7:31 PM ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “რეალი” – “გალათასარაი” | |
![]() 3 აპრილი, ოთხშაბათი მადრიდში ერთმანეთს ყველაზე ამბიციური კლუბი და ტურნირის ამ ეტაპის აუტსაიდერი დაუპირისპირდებიან. "თეთრების” გულშემატკივრების თვალებში გასაოცარ სიხარულს შევამჩნევთ, რადგან 1/8 ფინალური ეტაპის ეგიდით "შალკესთან” გამართულ მატჩებში თურქები ოცნების გუნდად ნამდვილად არ გამოიყურებოდნენ, რომელსაც გრანდებისთვის ზურგში დანის ჩარტყმა შეუძლია. "რეალმა”, თავის მხრივ, "მანჩესტერ იუნაიტედი” შეაჩერა, საკუთარი ხასიათი და ნებისმიერ სიტუაციაში მაქსიმუმის გაღების უნარი გამოავლინა. მიუხედავად ამისა, "გალათასარაის” შემადგენლობაში ვარსკვლავები ჭარბობენ, ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, დროგბა ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოქმედ მფლობელად ითვლება. თუმცა სხვა საქმეა ის, რომ ეს ის დიდიე აღარაა, რომელიც ლონდონში გვახსოვს. თუმცა აქვეა ბომბარდირი ილმაზი, ნიჭიერი და გამოცდილი პლეიმეიკერი სნეიდერი, სწორედ ეს ფეხბურთელები დაეხმარნენ ფათიჰ თერიმის გუნდს იმაში, რომ ამ დონეს მიაღწია. ჟოზე მოურინიოს "გალას” შემადგენლობაში ბევრი მეგობარი ჰყავს, თუმცა "სანტიაგო ბერნაბეუზე” პორტუგალიელის ეს მეგობრობა აღარ იარსებებს, ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც. კლუბისთვის დიდი ხანია, რაც ეს ტიტული სანუკვარ ოცნებად იქცა, უკან "ემიუა”, და ახლა, ამ ეტაპზე, წარუმატებლობა ნახევარი მადრიდისათვის ნამდვილი კატასტროფა იქნება. სხვა საქმეა ის, რომ განმეორებითი შეხვედრა თურქეთში შედგება, სადაც "თეთრების” ყურებს ჭკუისშემშლელი ტრიბუნები დახვდება, თუმცა საშინაო არენაზე "რეალი” ვალდებულია დიდი უპირატესობა იგდოს ხელთ, რათა შემდგომ სიურპრიზები აიცილოს თავიდან. გუშინ ორივე გუნდის მთავარ მწვრთნელს შეეძლო მშვიდად დაეძინა, როგორც მინიმუმ ამ ორი მიზეზის გამო: დისკვალიფიცირებული და ტრავმირებული არავინაა, სწორედ ამიტომ, მოედანზე თერიმისა და მოურინიოს სრულიად ოპტიმალურ შემადგენლობებს ვიხილავთ. სავარაუდო შემადგენლობები "რეალი” დიეგო ლოპესი – არბელოა, ვარანი, რამოსი, კოენტრაო – ხედირა, ალონსო – დი მარია, იოზილი, რონალდუ – ბენზემა "გალათასარაი” მუსლერა – ებუე, კაია, ნუნკეუ, რიერა – ალტინტოპი, ფელიპე მელო, ინანი – სნეიდერი – დროგბა, ილმაზი ტრავმირებულნი: არავინ დისკვალიფიცირებულნი: არავინ დისკვალიფიკაციის ზღვარზე: ალონსო, რამოსი – ინანი, ამრაბატი, ილმაზი, რიერა, ნუნკეუ საინტერესო ფაქტები • "რეალი” და "გალათასარაი” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის ეგიდით 2001/02 წლების სეზონში დაუპირისპირდნენ. მაშინ მირჩა ლუჩესკუს გუნდმა პირველი მატჩი 3:2 მოიგო, თუმცა "სანტიაგო ბერნაბეუზე” "რეალმა” რევანში აიღო (3:0) და შემდგომ ეტაპზე გააღწია; • ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ოთხი სხვადასხვა გუნდი ექვსჯერ გავიდა და ამ სტადიიდან არცერთი არცერთხელ არ გამოვარდნილა; • "გალათასარაიმ” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ სამი გასვლითი მატჩი მოიგო, რისი წყალობითაც 1/4 ფინალურ ეტაპამდე მოაღწიეს; • მთლიანობაში თურქებს ევროთასებზე ბოლო 19 გასვლით შეხვედრაში მხოლოდ სამი მარცხი აქვთ განცდილი; | |
|
სულ კომენტარები: 0 | |