9:39 AM
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: “რეალი” (1) – “დორტმუნდი” (4) [პრევიუ]



სამშაბათი, მადრიდი
სტადიონი: "სანტიაგო ბერნაბეუ”
მთავარი მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი)
დრო: 22:45 წთ
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გთავაზობთ ჩვენი საიტი: LIVETV.RU

ჟოზე მოურინიომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "რეალს” ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის წინ. მადრიში ყველა ერთი იმედითაა- ფინალში "რეალი” უნდა გავიდეს. თუმცა პირველი მატჩის შედეგის შემხედვარე, ცოტას თუ აქვს ამის ეჭვი.

ესპანელთა შემადგენლობაში ახალი პრობლემები არ არის. კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც "ატლეტიკოსთან” დაპირისპირება გამოტოვა, კვლავ მწყობრშია, ისევე, როგორც სერხიო რამოსი, რომელსაც დასვენება ჰქონდა "გამოწერილი”. არბელოა და მარსელო კვლავ ტრავმირებულნი არიან, მაგრამ "განსაკუთრებულს” მათი შემცვლელები ნამდვილად ჰყავს. დაცვის მარჯვენა ფლანგზე ესიენის გამოჩენას ველით. სერხიო რამოს ვარანთან ერთად უნდა შეწყვილდეს ცენტრში.

რაც შეეხება სხვა ცვლილებას, დი მარია სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდება. მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ არგენტინელი მამობისთვის ემზადებოდა და არც ისე კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო.

ნათქვამია, გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიანო და მითუმეტეს ასეთი წარმატების შემდეგ არ უნდა ველოდოთ რამე გადააგილებებს დორტმუნდელთა რიგებში. ერთადერთი დანაკლისი პიშჩეკია, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, გროსკროიცი შეცვლის. "ბორუსიას” სხვა პრობლემა ნამდვილად არ აწუხებს, ამიტომ არც კლოპს მოუწევს ბევრი ფიქრი ამაზე.

მატჩის წინ მარიო ბალოტელიმ მშვენიერი სტიმული მისცა მადრიდელებს. იტალიელის სიტყვებით, თუ "რეალი” ფინალში გავა, ის თითOეულ მათგანს თავის გოგოსთან დააწვენს. ძნელია, ბალოს სიტყვები სერიოზულად აღიქვას კაცმა, თუმცა…

სავარაუდო შემადგენლობები Marca-ს მიხედვით:

ტრავმირებულები: არბელოა, მარსელო— პიშჩეკი(საეჭვოა)

დისკვალიფიცირებულნი: არავინ

დისკვალიფიკაციის საფრთხე ემუქრებათ: სერხიო რამოსი, ესიენი— გროსკროიცი.

საინტერესო ფაქტები:

* "ბორუსია” ერთხელ უკვე გამოვარდა ევროთასებიდან საშინაო მატჩში დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ. 1997/98 წლების სეზონში, უეფას თასზე დორტმუნდელებმა შინ "ბრიუგე” გაანადგურეს 3:0, ხოლო საპასუხო მატჩში 0:5 დამარცხდნენ.

* "რეალს”, თავის მხრივ, რამდენჯერმე შემოუტრიალებია ბედი დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ: "დერბი”(ჩემპიონთა თასი 1975/76 — 1:5, 5:1), ანდერლეხტი”(უეფას თასი 1984/85 — 0:3, 4:0), "ბორუსია მიონხენგლადბახი” (უეფას თასი 1985/86 — 1:5, 4:0).

ნანახია: 305 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: